მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ორთქლით რეცხვა და ცხობა - რას მოიცავს „BEKO“-ს ახალი ხაზი?

6373b07ee3fa1
ალა ისპირიანი
15.11.22 20:00
639
„ბეკომ“დახვეწილი დიზაინისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ახალი ხაზი Beyond-ი წარადგინა, რომელიც მომხმარებელს მდგრად, მაღალეფექტიან, განსხვავებული დიზაინის, უახლესი ტექნოლოგიებით შექმნილ მიზნობრივ პროდუქციას შესთავაზებს.

გადაცემა „Forbes კვირა“-ში "Beko საქართველოს" მარკეტინგისა და პიარის ხელმძღვანელმა ხატია ტყებუჩავამ განაცხადა, რომ ახალი ხაზი ენერგოეფექტიან და ეკომეგობრულ პროდუქციაზეა დაფუძნებული. მისი ფუნქციონალის ინოვაციური მეთოდი კი ორთქლის გამოყენებაში მდგომარეობს, ანუ "ბეკოს" პროდუქციით შესაძლებელია ორთქლით რეცხვა, ცხობა და ა.შ.

„კომპანიის კონკურენტული უპირატესობა როგორც პროდუქციის, ასევე მომსახურების ხარისხზე გადის. მაქსიმალურად ვცდილობთ, მომსახურების ევროპული სტანდარტი დავნერგოთ. რადგან როდესაც ვსაუბრობთ, რომ ევროპაში ტოპ-სამეულში ვართ, ეს მხოლოდ სიტყვები და ციფრები არ არის. მნიშვნელოვანია, ეს სტანდარტი ქართულ ბაზარზე გადმოვიტანოთ და ქართველმა მომხმარებელმაც გაითავისოს. აქედან გამომდინარე, მომხმარებლებს მაქსიმალურად ვუსმენთ და ვცდილობთ, მათ მოთხოვნებს მოვერგოთ. ეს აისახება ჩვენს საგარანტიო პირობებზე. პირველები ვიყავით, ვინც დავნერგეთ 30-დღიანი უკან დაბრუნების სისტემა. და ეს მიზერული რაოდენობა იყო, არც კი ითვლება, თუმცაღა ჩვენს მომხმარებელს გავუგზავნეთ მესიჯი, რომ ვენდობით. მომხმარებელს შეუძლია, ჩვენი პროდუქცია სახლში წაიღოს, დატესტოს და 30 დღეში უკან დაგვიბრუნოს. იყო სხვა მსგავსი ტიპის პროექტებიც, რითაც მაქსიმალურად ვცდილობთ იმის ხაზგასმას, რომ ჩვენი მომსახურება მომხმარებლის ინტერესების შესაბამისია".

საერთო მიზანი Live like a Pro იმას გულისხმობს, რომ ჯანსაღი ცხოვრება შეუძლებელია, თუკი პლანეტა არ იქნება ჯანსაღი, ამაში კი ადამიანებმა ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ. „ბეკო“ ახალი ხაზით, Beyond-ით, სწორედ ამ მიზნის მიღწევას ცდილობს. ჩვენი ენერგოეფექტიანი და ეკომეგობრული პროდუქცია სრულიად განსხვავებულია მინიმალისტური დიზაინით და განსხვავებული ფუნქციონალით, რომელიც, როგორც ითქვა, შესაძლებელს ხდის ორთქლით რეცხვას, ცხობას და ა.შ.

ასევე მაცივრების შემთხვევაში დავამატებთ ბუნებრივი შუქის მსგავს განათებას, რომელიც ხილს და ბოსტნეულს ბუნებრივ გარემოს უქმნის და მათ უფრო ახლად ინახავს. ახალი ხაზის პროდუქცია მაქსიმალურად ეკომეგობრული და ენერგოეფექტიანია“, - ამბობს "Beko საქართველოს" მარკეტინგისა და პიარის ხელმძღვანელი.