მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ორთვიანი გაუჩინარების შემდეგ ჯეკ მა დღეს პირველად გამოჩნდა

6008241795326
ნათია თაქთაქიშვილი
20.01.21 17:03
787
ორთვიანი გაუჩინარების შემდეგ, ჩინური ტექნოლოგიური გიგანტის Alibaba-ს დამაარსებელი ჯეკ მა დღეს პირველად გმოჩნდა ვიდეოკონფერენციაზე, რომელშიც ასამდე სოფლის მასწავლებელი მონაწილეობდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ჰონგ კონგის ბირჟაზე კომპანია Alibaba-ს აქციების ფასმა 5%-ით მოიმატა.

Alibaba-ს დამფუძნებელი ბოლოს საზოგადოების წინაშე 2020 წლის ოქტომბერში გამოჩნდა. კერძოდ, 24 ოქტომბერს, მან გააკრიტიკა ჩინეთის ფინანსური მარეგულირებლები და სახელმწიფო ბანკები; ასევე, გააკრიტიკა ჩინეთის მარეგულირებელი სისტემის რეფორმა, რაც ხელს უშლის ბიზნესში ინოვაციების განვითარებას.

ჯეკ მას გაუჩინარების შედეგად, Alibaba-ს აქციები მკვეთრად დაეცა და მისმა ქონებამ $10 მილიარდით იკლო. Bloomberg-ის მიხედვით, ჯეკ მას ქონება ახლა $63.1 მილიარდია.