ჯანდაცვის სამინისტროს "საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში" ახალი სტაციონალური სამედიცინო დაწესებულებების ჩართვა თითქმის ორი წელია შეზღუდული ჰქონდა. როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლები გასულ წელს bm.ge-სთან ყვებოდნენ, აწ უკვე ჯანდაცვის ყოფილი მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის გადაწყვეტილება შეეხო იმ კლინიკებსაც, რომლებიც წლებია სახელმწიფო პროგრამას ემსახურებოდნენ, თუმცა მათ ახალი სამედიცინო სერვისების დამატების უფლება აღარ ჰქონდათ.
როგორც კლინიკების წარმომადგენლები აცხადებდნენ, სამინისტრომ ახალი სამედიცინო მომსახურების ატვირთვისთვის განკუთვნილი სპეციალური პორტალი „ჩაკეტა“ ისე, რომ შესაბამისი ბრძანება ან დადგენილება არ გამოუქვეყნებია და მათ ამის შესახებ გაიგეს მაშინ, როცა სისტემაში ახალი სერვისების ატვირთვა ვეღარ შეძლეს.
როგორც bm.ge-სთან ჯანდაცვის ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარე, ხეჩინაშვილის კლინიკის ხელმძღვანელი მაია მახარაშვილი აცხადებს, ჯანდაცვის სამინისტრომ ორწლიანი გაჩერების შემდეგ სპეციალური პორტალი ახალი კლინიკებისა და სერვისების რეგისტრაციისთვის ახალი წლის წინა დღეებში გახსნა.
„გაიხსნა პორტალი, აიტვირთა ახალი კოდები, ცოტა შეფერხებები იყო იქიდან გამომდინარე, რომ ორი წელი იყო ჩაკეტილი და ყველა კლინიკას ჰქონდა საჭიროება ახალი კოდების ატვირთვის. გაცილებით მარტივად მიმდინარეობდა მანამდე, ყოველი თვის 15 რიცხვში იხსნებოდა პორტალი და ნებისმიერი ახალი სერვისის დამატების საშუალება ჰქონდათ კლინიკებს“-ამბობს მაია მახარაშვილი.
კერძო სექტორის მიერ პორტალის "ჩაკეტვის" შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია განმარტავდა, რომ „პორტალზე ახალი სერვისის რეგისტრაცია კომისიური გადაწყვეტილებით ხდებოდა“ და სახელმწიფო პროგრამაში ახალი კლინიკის ჩართვის აუცილებლობასაც ეს კომისია გეოგრაფული ხელმისაწვდომობის და სხვა საჭიროებების საფუძველზე განიხილავდა", რა განმარტებსაც კლინიკების წარმომადგენლები არ იზიარებდნენ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს