მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოსკარის დაჯილდოების ცერემონიალი გადაიდო

5ee8762de30ae
ნათია თაქთაქიშვილი
16.06.20 11:54
933
2021 წლის ოსკარის დაჯილდოება 28 თებერვლის ნაცვლად, 25 აპრილს ჩატარდება - ახალი თარიღი ამერიკის კინოაკადემიამ გუშინ გამოაცხადა.

ამასთან ერთად, ამერიკის კინოაკადემიის ცნობით, ფილმების შერჩევის ვადა 2021 წლის 28 თებერვლამდე იქნება გადაწეული, ნომინაციები 2021 წლის 15 მარტს გამოცხადდება, ხოლო ოსკარის მუზეუმი 2021 წლის 30 აპრილს გაიხსნება.

2021 წლის ოსკარის დაჯილდოების გადადება ახალი კორონავირუსის პანდემიამ გამოიწვია. ამერიკის კინოაკადემიის პრეზიდენტის თქმით, თარიღების გადაწევით ისინი რეჟისორებს საშუალებას აძლევენ, მშვიდად დაასრულონ თავიანთი ფილმები.