16.სექტემბერი .2019 13:46

ოსმან თურანი ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარე გახდა

views 545
უკან

ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის ინფორმაციით, 2019 წლის 15 სექტემბერს, სასტუმრო "ტიფლის პალასში" ორგანიზაციის გენერალური კრება გაიმართა, რომელზეც საბჭოს ხელმძღვანელობა დაკომპლექტდა.

არჩევნებში ბიზნესმენმა ოსმან თურანმა და მისმა გუნდმა გაიმარჯვა.

ასოციაციის მმართველი საბჭო შემდეგი სახით დაკომპლექტდა: 

  • ოსმან თურანი - თავმჯდომარე;
  • აჰმეთ ქაჰრამან - შპს ჯეოლაივ;
  • გოქსან აქან - შპს არქას ჯორჯია;
  • მეჰმეთ მელექ - შპს ტექნოჰაუს ბეკო;
  • მერთ იუმუშაქერ - შპს იონფაშ ჯორჯია;
  • მურათ თანსუ - შპს გლორია;
  • მუსტაფა თაბაქოღლუ - შპს ჰიდრო დიზაინი;
  • ოღუზ ილდირიმ - შპს ო&კ ბილდინგ;
  • იუსუფ თოსუნოღლუ - შპს ანკარა;
  • ჰალილ სემიზ - შპს ვესტელი;
  • სერქან დერის - შპს ორიენტი.
ორგანიზაციის ინფორმაციით, არჩევნების შედეგად 2 წლის ვადით არჩეულმა ოსმან თურანმა, რომელიც ამავდროულად „ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია, აღნიშნა, რომ გურთიადი არის ბიზნესმენთა გაერთიანება, რომლის მთავარი მიზანიც თურქეთ-საქართველოს შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება და უფრო მაღალ დონეზე აყვანაა, მისთვის კი აღნიშნულ საქმეში წვლილის შეტანა უდიდესი პატივია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა