მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოთარ დანელია საქმიანობას, სავარაუდოდ, კერძო სექტორში გააგრძელებს

5f7d8be6b3f49
ლიკა გურაბანიძე
07.10.20 18:30
2424
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, “ქართული ოცნების” წევრი ოთარ დანელია შემდეგი მოწვევის პარლამენტში აღარ იქნება. როგორც მან “საქმიან დილაში” საუბრისას განაცხადა, შესაძლოა, ის კერძო სექტორში ვიხილოთ.

"სოფლის მეურნეობის ქომაგად ყოველთვის დავრჩები, თუმცა ეს საჯარო სივრციდან არ იქნება. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს", - ამის შესახებ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელიამ “საქმიან დილაში” "ფერმერთა ასოციაციის" თავმჯდომარის რუბრიკაში სტუმრობისას განაცხადა.

ნინო ზამბახიძის კითხვას -  ვიხილავთ თუ არა მას კერძო სექტორში, დანელიამ ასეთი პასუხი გასცა:

“შესაძლოა, კერძო სექტორში ყოფნა და არა მხოლოდ, თუმცა არა - საჯარო სექტროში".