მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოთარ ძიძიკაშვილი: ექსპერტებს არასწორი წარმოდგენა აქვთ, საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით

566c933bab285
BM.GE
13.12.15 13:13
1700
"საპენსიო რეფორმა სავალდებულო პრინციპზე დაფუძნებული არ არის", - აღნიშნულის შესახებ საპენსიო რეფორმის სამსახურის ხელმძღვანელმა, ოთარ ძიძიკაშვილამ განაცხადა. მისი თქმით, სისტემა დასაქმებულ ადამიანზეა მომრგებული და მომხმარებელს შეეძლება თავად გადაწყვიტოს იყოს საპენსიო სისტემის ნაწილი, თუ არა.

"ბევრ ექსპერტს, არასწორი წარმოდგენა აქვს საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით, აქედან გამომდინარე, მათი დამოკიდებულება პოზიტიური არ არის. თუმცა, გაცნობის შემდეგ, დარწმუნებული ვარ, მათი მცდარი შეხედულებები შეიცვლება. მაგალითად, ხშირად ისმოდა ის, რომ ეს სავალდებულო პრინციპებზეა დაფუძნებული, რაც არ არის სწორი. ეს არის მოდელი, რომელიც ლეგალურად დასაქმებულ ადამიანზეა მორგებული, რომელსაც სრული თავისუფლება აქვს აირჩიოს დარჩეს, თუ არ დარჩეს ამ სისტემაში. თუ გადაწყვიტავს მოქალაქე, რომ საპენსიო სისტემის ნაწილი იყოს და განახორციელოს შენატანი 2 პროცენტის სახით, ამ შემთხვევაში სახელმწიფოც და დამსაქმებელიც ვალდებულები იქნებიან შენატანი განახორციელონ. ეს ძალიან საინტერესო მოდელია. მისი ანალოგი ბევრ ქვეყანაშია. მოდელის პრინციპი მარტივია. ადამიანმა ფონდში მონაწილეობის სტიმული რომ მიიღოს, მან ფინანსური შეღავათი უნდა მიიღოს. როგორ დავუწესებთ ფინანსურ შეღავათს და რა ფორმით, ეს უკვე სხვა თემაა. თუმცა, აბსოლუტურად ყველა კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემა მსოფლიოში ფინანსური შეღავათის მიღების პრინციპს ეფუძნება. ეს ფორმა შეიძლება იყოს პირდაპირი ან ირიბი კონტრიბუციის სახით“, - განაცხადა ოთარ ძიძკაშვილმა "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ მთავრობა საპენსიო სისტემის რეფორმაზე მუშაობს. დაგროვებით პენსიის მოდელის ამოქმედება საქართველოში მომავალი წლიდან იგეგმება.