თიბისი ბანკის მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია ამბობს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის 5%-ით შემცირება ქვეყანაში უცხოური ვალუტის სესხებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის.
“ამ ნაბიჯით სავალუტო სესხების მარეგულირებელი ტვირთის გარკვეული შემსუბუქება მოხდა. ეს ჭარბი რისკების გარეშე, სავალუტო სესხების ზრდას შეუწყობს ხელს. ეს აუცილებლად ვფიქრობთ, რომ ლარის კურსის გამყარების ფაქტორი იქნება. აქვე დავამატებ რომ თუ ეს ნაბიჯები არ იქნება საკმარისი, ვფიქრობთ რომ სებ-ი არ გაჩერდება და მან შეიძლება კიდევ გაზარდოს განაკვეთი რეფინანსირების სესხზე ან გამოიყენოს სხვა ღონისძიებები,”- ამბობს ნადარაია.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ დღეს განაცხადა, რომ კომერციულ ბანკებს უცხოური ვალუტით მოზიდულ სახრსებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა 25%-მდე შეუმცირდებათ, რაც საბანკო სექტორში დამატებით $700 მილიონის რესურსს გამოათავისუფლებს.
“ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნების 5%-ით შემცირების შესახებ. ამავე დროს, გარკვეულწილად უხოური ვალუტის ლიკვიდობის მიმართულებით, შეღავათი მიეცემათ კომერციულ ბანკებს.
ეს ნიშნავს, რომ დაახლოებით 700 მილიონი დოლარის დამატებითი რესურსი, უცხოური ვალუტის რესურსი იქნება შესაძლებელი, რომ გასცენ კომერციულმა ბანკებმა სესხებად. ეს ამავდროულად ნიშნავს, რომ საპროცენტო განაკვეთი უცხოური ვალუტის სესხებზე შემცირდება. ამ ღონისძიებებმა ხელი უნდა შეუწყონ გაცვლითი კურსის დინამიკის შეცვლას და გაცვლითი კურსის დასტაბილურებას,”- განაცხადა კობა გვენეტაძემ.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 13 მარტს სებ-მა უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის 30%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. ლარის სარეზერვო მოთხოვნა კი უცვლელად, 5%-ზე დატოვა.
რა არის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა?
თქვენ მიერ ბანკში შეტანილი დეპოზიტის გარკვეული ნაწილი არა უშუალოდ ამ ბანკში, არამედ საქართველოს ეროვნულ ბანკში ინახება. ბანკებს ლიცენზიის შესანარჩუნებლად მთლიანი დეპოზიტების გარკვეული ნაწილი ეროვნულ ბანკში უნდა ჰქონდეთ განთავსებული.
მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის გაზრდა/შემცირებით ეროვნულ ბანკს ქვეყანაში სესხების განაკვეთზე გავლენის მოხდენა შეუძლია; როდესაც სარეზერვო მოთხოვნა იზრდება, ბანკს კაპიტალის მოზიდვა უძვირდება, რაც თავის მხრივ სესხის განაკვეთის ზრდაში აისახება.
ეს შემდგომში დაკრედიტების შემცირებას იწვევს. სარეზერვო მოთხოვნის შემცირებით კი, კომერციულ ბანკებს დამატებითი რესურსები უთავისუფლდებათ სესხების გასაცემად, შედეგად განაკვეთები მცირდება ქვეყანაში დაკრედიტების დონე კი, იზრდება.
შესაბამისად, სარეზერვო მოთხოვნის ზრდით საპროცენტო განაკვეთების ზრდის შემთხვევაში სესხის მიღების მსურველისთვის უცხოური ვალუტის სესხი ძვირდება, რაც ბაზარზე ლარის სესხის კონკურენტუნარიანობას ზრდის.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თურქეთის ელჩი „ნამახვანჰესზე“: არსებობს მანიპულაცია ფაქტებით... მოვუწოდებ კომპანიას ღიად გამოვიდეს და ილაპარაკოს
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი