მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოთარ ნადარაია: ფორვარდული გარიგება დაახლოებით 9% ჯდება, რაც საკმაოდ ძვირია

5f708966b53f4
სალომე მეცხვარიშვილი
27.09.20 17:00
1884
თიბისი ბანკის მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია აცხადებს, რომ ფორვარდული გარიგებები, რომლის მეშვეობითაც სებ-ი ბიზნესს სავალუტო რისკების დაზღვევას ურჩევს, საკმაოდ ძვირია. ამის შესახებ მან გადაცემა “Forbes კვირაში” განაცხადა. 

ფორვარდის სახით გაფორმებული ხელშეკრულება იძლევა შესაძლებლობას, წინასწარ განსაზღვრული კურსით, დღეს დაიდოს სავალუტო გარიგება ხოლო შესაბამისი ანგარიშსწორება განხორციელდეს მომავალში. ეს ერთ-ერთი გზაა, რითიც ბიზნესს სავალუტო რისკები დაზღვევა შეუძლია.

“ბიზნესის გადაზღვევის საშუალება პირველ რიგში არის ლარში სესხის აღება, ან ფორვარდული გარიგებით ლარის კურსის დაზღვევა. თუმცა, აქ ფუნდამენტური პრობლემა არის ფასი. ლარის რესურსი ჯერ კიდევ ძვირია. რაც შეეხება დაზღვევის ინსტრუმენტს, ერთწლიანი ფორვარდი ჯდება დაახლოებით 9%, რაც არის საკმაოდ ძვირი. თან დიდი მოცულობებით ჯერ-ჯერობით არ არსებობს ეს ინსტრუმენტი საქართველოში”,- აცხადებს ნადარაია.

მისი თქმით, ფორვარდული გარიგებები არსებობს როგორც ერთწლიანი, ასევე უფრო გრძელვადიანიც, თუმცა, ეს უკანასკნელი საქართველოში განვითარებული არ არის.

“უმრავლეს შემთვევაში ლარში სესხება უფრო იაფი გამოდის, ვიდრე შემდეგ ფორვარდული გარიგების დადება”,- აცხადებს ნადარაია.

როგორ მუშაობს ფორვარდული გარიგება?

ამის მაგალითად შეიძლება ავიღოთ 1-წლიანი გარიგება, რომელიც დადებულია $1 აშშ დოლარზე. 

ოთარ ნადარაიას თქმით, თუ ერთი დოლარი დღეს 3.24 ლარი ღირს, სავალუტო რისკის 1-წლიანი გადაზღვევისას ბიზნესს თითოეული დოლარი 3.53 ლარი დაუჯდება.