მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოთარ ნადარაია: ლარი დოლარის მიმართ გამყარდება, ხოლო ევროს მიმართ გაუფასურდება

600a98dad800c
ლიკა გურაბანიძე
22.01.21 23:21
1644

“ჩვენი საბოლოო სცენარის მიხედვით ლარი დოლართან მიმართებით უნდა გამყარდეს, ხოლო ევროს მიმართ გაუფასურდება.” - ამის შესახებ გადაცემა “საქმიან დილაში” თიბისის მთავარმა ეკონომისტმა ოთარ ნადარაიამ 2021 წლის მოლოდინებზე საუბრისას განაცხადა.

“ჩვენ ერთი კარგი სიახლე გვქონდა ის, რომ ვაქცინას ვიღებთ, თუმცა ახლა უკვე პრობლემები ლოგისტიკასთან დაკავშირებითაა. მიუხედავად ამისა 2021 წლის საბოლოო სცენარია ის, რომ პანდემიის დაძლევა მეტნაკლები ეფექტურობით მოხდება, რაც განვითარებადი ქვეყნების ვალუტების გაძლიერებას გამოიწვევს", - აღნიშნა ნადარაიამ.

ეკონომისტმა 2020 წლის ლარის გაუფასურების საკითხზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საგარეო შოკი მთავრობის მიერ მოძიებული საგარეო დაფინანსებით იქნა დაძლეული.

“2020 წელს ლარი სხვა ვალუტებთან მიმართებით დასუსტდა. რა თქმა უნდა, დოლართან მიმართებით ლარის გაუფასურება მეტად მოხდა. მთლიანობაში ლარის გაუფასურება მტკივნეული იყო, ასევე ამ პროცესს ფასებზე ეფექტი ჰქონდა.

ასევე ერთ საკითხს განვიხილავ, თუ ადამიანს სჯერა, რომ საქართველოს შემთხვევაში კურსის გაუფასურება, შოკების შეწოვის კარგი ინსტრუმენტია, მაშინ რა თქმა უნდა, გარკვეული გაუფასურება აუცილებელი იყო. ხოლო თუ იმ ეკონომისტთა რიცხვს მივეკუთვნებით, რომლებიც ფიქრობენ, რომ საქართველოს შემთხვევაში ჩვენს ეკონომიკას დიდი ჩანაცვლების პოტენციალი არ გააჩნია და დოლარიზაცია პრობლემაა, ხოლო ამის გათვალისწინებით ლარის გაუფასურება მტკივნეულია და ეკონომიკის შემცირების დაბალანსებას არ იწვევს, მაშინ კურსის გაუფასურების თემა საკამათოა.” - განაცხადა ნადარაიამ.