მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოთარ ნადარაია: ლარის გამყარებას კიდევ უნდა ველოდოთ

5fb5498081ec3
ლიკა გურაბანიძე
18.11.20 21:40
1520

ლარის გამყარებას კიდევ უნდა ველოდოთ, - განაცხადა “საქმიან დილაში” თიბისის მთავარმა ეკონომისტმა ოთარ ნადარაიამ. ეკონომისტმა მის მიერ გაკეთებული პროგნოზი ბაზარზე მიმდინარე კონკრეტული ფაქტორებით ახსნა.

“ბევრი თვლის, რომ სუსტ კურსს თავისი უპირატესობა აქვს, თუმცა ბევრს პირიქით მიაჩნია. ლარი დოლართან და სხვა ვალუტებთან მიმართებაში ზედმეტად იყო გაუფასურებული და კარგია, რომ ბოლო პერიოდში გამყარდა. თუმცა, საერთო ჯამში ის კვლავ გაუფასურებული რჩება. დოლართან ლარი გამყარდა, მაგრამ ე.წ. ეფექტური კურსი არ გამყარებულა, რაც ჩემი აზრით იმის პროგნოზის გაკეთების საშუალებას გვაძლევს, რომ ლარის გამყარებას კიდევ უნდა ველოდოთ.

პოზიტივის ნაწილზე საუბრისას, ასევე უნდა აღინიშნოს ბოლო 10 დღის განმავლობაში ვაქცინის გამოსვლაზე გავრცელებული ინფორმაცია, ამას ბაზრებზე დადებით ჭრილში ციკლური ცვლილებები მოჰყვა. ლარის მოსალოდნელ გამყარებაზე საუბრისას ასევე უნდა აღვნიშნოთ ის, რომ სავალუტო შემოდინებები ჩვენ საკმარისი გვაქვს და მეორე მნიშვნელოვანი დაშვებაა ის, რომ ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელთან ახლოს იქნება.”

ოთარ ნადარაიამ საუბრისას ყურადღება მომხმარებლის მიერ სესხების ლარში აღების პროცესზეც გაამახვილა.

“სამწუხაროდ, ისევ დაიწყო პროცესი, როდესაც სესხები ისევ ლარშია და უცხოური ვალუტის სესხები ერთ დონეზეა. რა თქმა უნდა, ეს გრძელვადიან პერსპექტივაში კარგია, მაგრამ მოკლევადიან პერსპექტივაში გაცვლით კურსზე დამატებით ზეწოლას ახდენს. ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ თუ დიდი უმრავლესობა სესხს ლარში იღებს და უცხოურ ვალუტაში ზოგავს, ჩვენ ვიღებთ სიტუაციას, რომ საბანკო სექტორში ვალუტის ლიკვიდობა მაღალია და ეს ვალუტა ეკონომიკაში ვერ ხვდება, რაც ლარის კურსს დამატებით აწვება", - განაცხადა ნადარაიამ.