მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოთარ ნადარაია: ლარის კურსის მნიშვნელოვან გაუფასურებას არ ველოდებით

6041fcccc243d
ლიკა გურაბანიძე
05.03.21 22:20
1113
“ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსის მნიშვნელოვან ცვლილებებს, გაუფასურებას არ ველოდებით” - ამის შესახებ “საქმიან დილაში” თიბისის მთავარმა ეკონომისტმა განაცხადა. ოთარ ნადარაიამ აღნიშნული რამდენიმე არგუმენტით ახსნა.


“პირველ რიგში, 2021 წელსაც საგარეო დაფინანსების დეფიციტი გვაქვს. მეორე - ჩვენი ბოლო პროგნოზით, 2021 წელს ინფლაცია 6%-მდე გაიზრდება. თუ კიდევ გაუფასურდა რეალური ეფექტური კურსი, უფრო მეტ ინფლაციას მივიღებთ. თუ ამ მხრივ კურსზე ზეწოლა გვექნება, საპროცენტო განაკვეთების ლარში გამკაცრებას უფრო ვიხილავთ, ვიდრე ლარის მნიშვნელოვან გაუფასურებას. პროგნოზი შევცვალეთ, დოლარის მიმართ უფრო მყარი ლარიდან უფრო ნეიტრალური ლარისკენ. დაახლოებით 3.30 გვაქვს პროგნოზი, ხოლო გვქონდა დაახლოებით 3.20", - აღნიშნა ნადარაიამ.

ეკონომისტის თქმითვე, 2021 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ისევ მაღალი იქნება.

“გაუმჯობესებას მხოლოდ 2022 წელს ველოდებით. წელს დაფინანსების ძირითადი წყარო ისევ მთავრობის საგარეო დაფინანსება იქნება. მთლიანი დეფიციტი დაახლოებით 2 მლრდ დოლარზე მეტია და აქედან ნახევარი მთავრობის საგარეო დაფინანსება იქნება”, - განმარტა ნადარაიამ.