“თიბისი კაპიტალის” მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია სახელმწიფოს ინფლაციით ინდექსირებული სავალო ფასიანი ქაღალდების შექმნის რეკომენდაციას აძლევს. მისი განმარტებით, მსგავსი ფასიანი ქაღალდების არსებობის შემთხვევაში ინვესტორების რეალური ამონაგები გარანტირებული იქნება.
ნადარაიას თქმით, თუკი საქართველოს მთავრობა ამ მოდელის ფასიან ქაღალდებს გამოუშვებს, მაშინ ობლიგაციების მნიშვნელოვანი ინვესტორისთვის - საპენსიო ფონდისთვის და მისი ბენეფიციარებისთვის საპენსიო დანაზოგები ინფლაციისგან დაცული იქნება.
ინფლაციით ინდექსირებული ფასიანი ქაღალდის დროს მისი მფლობელი იღებს ინფლაციას პლიუს წინასწარ განსაზღვრულ სარგებელს. ოთარ ნადარაიას განმარტებით მსგავსი ტიპის ობლიგაციების გამოშვების არაერთი საერთაშორისო მაგალითი არსებობს.
“ჩემი აზრით მნიშვნელოვანია ადგილობრივ ვალუტაში ინფლაციით ინდექსირებული ვალის არსებობა. მარტივი საკითხი არ არის, თუმცა ვიტყოდი, რომ ნომინალური განაკვეთები ლარში მაღალია და არ არის აუცილებელი ინფლაციით ინდექსირებული ლარი იყოს უფრო იაფი, თუმცა მე პირადად მჯერა და ვფიქრობ რომ მოსინჯვად ღირს.
მარტივად, რომ ავხსნათ, თუ რა არის ეს, ამჟამად იღებთ ვალს, რომელსაც აქვს წინასწარ გამოცხადებული ნომინალური პროცენტი, ვთქვათ 10%-ს. ინფლაციით ინდექსირებული ინსტრუმენტი კი განსხვავებულია, რომ რაც იქნება ინფლაცია იმ ინფლაციით დაცულია ძირი თანხა და მას ემატება პროცენტი. მაგალითად 100 ლარის ინვესტიციას განახორციელებთ და ამ შემთხვევაში შემოგთავაზებენ რეალურ 5%-ს, ეს ნიშნავს რომ თუ ინფლაცია იქნა პირობითად 10%, ეს ძირი თანხა ავტომატურად 110 გახდება და ამას დაერიცხება მერე უკვე 5%. ამასაც აქვს თავისი კითხვები თუ რამდენად ლიკვიდურია ეს ბაზარი, ასევე მაალითად არგენტინაში იყო პრობლემა, რომ ხშირად ინვესტორებს ინფლაციის გაანგარიშებასთან ჰქონდათ კითხვის ნიშნები.
თუმცა ამის დადებითი მხარე ისაა, რომ სამომავლოდ პენსიონერი, რომელიც ამჟამად საპენსიო სისტემაში ზოგავს თანხებს არის უფრო დაცული. საერთაშორისო ბაზრებზე ყველაზე დიდი მოთხოვნა ამ ისნტრუმენტზე არის სწორედ საპენსიო ფონდიდან. იცით რომ საქართველოში ახალი შექმნილია ეს ფონდი საქართველოში და ახლა იწყებს ინვესტიციებს და ვფიქრობ რომ ეს ინსტრუმენტი სასარგებლო უნდა იყოს,”- გადაცემა “ანალიტიკას” ეთერში ამბობს ოთარ ნადარაია.
საქართველოს მთავრობა მომდევნო წელს მთლიანობაში 4.35 მილიარდი ლარის ახალი ვალის აღებას გეგმავს, საიდანაც 1.3 მილიარდი ლარი სწორედ შიდა ვალი იქნება, რასაც მთავრობა სახაზინო ვალდებულებებისა და ობლიგაციების გამოშვებით იღებს.
რაც შეეხება საგარეო ვალს, მისი მოცულობა 3.05 მილიარდი ლარი იქნება. ამასთან, ფინანსთა სამინისტრო აცხადებს, რომ მომავალში მსირე ზომის საინვესტიციო პროექტებისთვის საგარეო ვალების აღება შეჩერდება და სახელმწიფო თანხას მსხვილი პროექტებისთვის ისესხებს. საგარეო ვალების შემცირებასთან ერთად, ფინანსთა სამინისტროს განცხადებით მომავალში უფრო მეტი აქცენტი სწორედ შიდა ვალზე გაკეთდება.
ოთარ ნადარაიას განმარტებით, მთავრობის გეგმა შიდა ვალთან დაკავშირებით რეალისტურია.
“ჩემი აზრით შიდა ვალის წილის ზრდა საკმაოდ ზომიერია და ეს გეგმა დიდწილად არის რეალისტური და აქ რადიკალურ ძვრებს ვერ ვხედავ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ აქცენტი კეთდება ვალის სავალუტო კომპოზიციაზე. კარგია რომ მატულობს ევროს წილი და უფრო დივერსიფიცირებული ხდება ამ მხრივ ვალი და ჩვენ ისტორიულად უფრო დოლარის ვალი გვქონდა. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ გრძელვადიან ჭრილში ჩვენი ეკონომიკის განვითარება უფრო ევროსთან არის კავშირში ვიდრე დოლართან,”- ამბობს ოთარ ნადარაია.
საქართველოს სახელმწიფო ვალი ამჟამად 30.81 მილიარდ ლარს შეადგენს, საიდანაც 25.27 მილიარდი საგარეო ვალს, ხოლო 5.54 მილიარდი შიდა ვალს წარმოადგენს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
"არაფერი გვაქვს ამის საწინააღმდეგო" - პუტინი უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე