სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, აშშ-ში ვიზიტისას სოფლის მეურნეობის დეპარტამენტთან საუბარი საქართველოს ხორბლით თვითუზრუნველყოფის გაუმჯობესების საკითხს შეეხო.
როგორც ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი საქართველოს ხორბლის სექტორს შეისწავლის, რაც შესაბამისი ღონისძიებების გატარების შესაძლებლობას გააჩენს.
„ჩვენ გვქონდა შეხვედრები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, სოფლის მეურნეობის დეპარტამენტში, USAID-თან.
ყურადღება გამახვილდა სასურსათო უსაფრთხოებაზე არსებულ გამოწვევებზე. ჩვენს პარტნიორებს მივაწოდეთ ინფორმაცია ამ მიმართულებით ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ. ჩვენთვის ძალიან მნიშნელოვანია ქვეყანაში მარცვლეულის, კერძოდ, ხორბლის წარმოება და თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გავაუმჯობესოთ. ამ მიმართულებით ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.
გვაქვს მოლოდინი, რომ სოფლის მეურნეობის დეპარტამენტიდან ამ კუთხით მხარდაჭერა გვექნება. ჩვენთან შეხვედრისას დაფიქსირდა, რომ დეპარტამენტი მზად არის ხორბლის წარმოების მთელი ღირებულებათა ჯაჭვის ღრმა კვლევა ჩაატაროს, რაც ამ მიმართულებით არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაციას და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვის შესაძლებლობას მოგვცემს.
სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული შეხვედრის შემდეგ ჩვენ კონკრეტული შეხვედრა გვქონდა აშშ-ის სიმინდის და ხორბლის გაუმჯობესების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელობასთან, მათთან ერთან ვისაუბრეთ ხორბლის წარმოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე და შევთანხმდით, რომ ამ კუთხით შემდგომი თანამშრომლობა გვექნება“, - განაცხადა მინისტრმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი