16.ოქტომბერი .2020 23:30

ოთარ შარიქაძე: ეკონომიკა 2019 წლის დონეს 2021 წელს უნდა დაუბრუნდეს

views 303
უკან

საინვესტიციო ბანკ Galt&Taggart-ის მმართველი დირექტორის ოთარ შარიქაძის შეფასებით, იმ შემთხვევაში თუ მომდევნო წელს საქართველოში ტურიზმი 50%-ით აღდგება, მაშინ ქვეყანაში 5%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა იქნება შესაძლებელი. 2020 წელს კი საქართველოს ეკონომიკა 5%-ით შემცირდება. 

"წელს ვარდნა მოსალოდნელია 5%-მდე, ხოლო 2021 წელს კი ველოდებით ზრდას 5%-იანს. რეალურად ვფიქრობთ, რომ 2021 წელს ეკონომიკა დაუბრუნდება დაახლოებით იმ მდგომარეობას, რაც მას ჰქონდა 2019 წელს. აქ ჩვენ ჩადებული გვაქვს ისიც, რომ გართულდება სიტუაცია პანდემიის კუთხით, თუმცა განსაზღვრული არ გვაქვს, რომ ლოქდაუნი მოხდება. საუბარია მცირე შეზღუდვებზე.

გაისად ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი უნდა იყოს ტურიზმის გახსნა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ 5%-იანი ზრდის ნიშნულს მივაღწევთ მაშინ, თუკი ტურიზმი 50%-მდე მაინც გაიხსნება.

ლოქდაუნის შემდეგ, რომელიც ჩვენ გვქონდა გაზაფხულზე, ეკონომიკამ ძალიან ჩქარა დაიწყო დაბრუნება ძველ რითმზე. ექსპორტმა დაიწყო ზრდა, იმპორტის შემცირება შენელდა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ფულადი გზავნილები გაიზარდა. იქიდან გამომდინარე, თუ სოციალური დისტანცირების წესებით შევძელით ასე გაგრძელება, ეკონომიკა შეძლებს,"- განაცხადა ოთარ შარიქაძემ გადაცემა "საქმიან დილაში".

 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა