საინვესტიციო ბანკ Galt&Taggart-ის მმართველი დირექტორის ოთარ შარიქაძის განცხადებით, COVID-19-ის მიერ გამოწვეული ეკონომიკური შოკის მიუხედავად, ინვესტორთა მხრიდან ქართულ ფასიან ქაღალდებზე მოთხოვნა არ შემცირებულა.
“ადგილობრივი კაპიტალის ბაზარი მართალია პატარაა, მაგრამ მოთხოვნა დღეს ინვესტორების მხრიდან არის უფრო მეტი, ვიდრე რეალურად ფასიანი ქაღალდი გვაქვს. თუ შევხედავთ ქართულ ევროობლიგაციებს, იქაც ყველა პრემიუმში ივაჭრება, ანუ ამ კუთხით ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ რაღაც საშიშროებას ხედავდეს ინვესტორი,”- ამბობს ოთარ შარიქაძე.
Galt & Taggart-ის მმართველი დირექტორის თქმით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ გამოქვეყნებულ შეფასებებს საქართველოში ინვესტორთა მოლოდინებზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს, ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანას ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიც IMF-ია მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდეს.
“გარდა იმისა, რომ IMF-მა გამოაქვეყნა ახალი ციფრები, მნიშვნელოვანია შეფასებაც რაც მოყვა, რომ საქართველო ისევ აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი მოსწავლე რეგიონისთვის. ეს არ არის უბრალოდ იმისთვის, რომ ჩვენ თავი შევიქოთ და ვთქვათ რა მაგრები ვართ, ეს არის მარტივი მესიჯი ინვესტორისთვის. რაც არ უნდა ჩვენ - Galt & Taggart-ი ველაპარაკოთ ინვესტორს, ის ყოველთვის ითხოვს ხოლმე, რომ ნახოს IMF-ის შეფასებაც და ამ ტიპის ორგანიზაციის შეფასებაც. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათგან გარდა ციფრებისა პოზიტიური დახასიათებაც იყოს.
ამასთანავე, კრიზისი როგორც კი დგება, რა თქმა უნდა, ამ ორგანიზაციებთან მივდივართ, შესაბამისად, ჩვენნაირი ღარიბი და განვითარებადი ქვეყნებისთვის აუცილებელია, რომ ამ ორგანიზაციებთან ჩვენ გვქონდეს ძალიან გამართული ურთიერთობა. არიან ქვეყნები, რომელთაც აქვთ საკუთარი რესურსი და არ სჭირდებათ ეს დახმარება, თუმცა ჩვენნაირი ქვეყნებისთვის დონორებთან ურთიერთობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამასთან საქართველოს აქვს სწორედ მჭიდრო ურთიერთობა IFI-ებთან და სწორედ ამიტომ საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც მიიღო დახმარება და ის რისკი, რომ როგორ მიიტანს ქვეყანა წლის ბოლომდე თავს, მოიხსნა მაშინვე,”- გადაცემა “საქმიან დილაში” განაცხადა ოთარ შარიქაძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ