მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოთარ შარიქაძე: "მგონია, რომ ამ ეტაპზე პრიორიტეტად მაინც ჯანდაცვა რჩება"

5e99c7d85673c
ვიქტორია მღებრიშვილი
17.04.20 21:10
1474
ამ ეტაპზე ეკონომიკის ხელშეწყობაზე ცოტა რთულია საუბარი, - ამის შესახებ BM.GE-ს Galt &Taggart-ის მმართველმა დირექტორმა ოთარ შარიქაძემ განუცხადა.

საქმე იმაშია, რომ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მთავრობას ორ ფრონტზე უწევს ბრძოლა - ჯანდაცვისა და ეკონომიკის მიმართულებით. ანალიტიკოსი კი თვლის, რომ პრიორიტეტად ამ დროისთვის მაინც ჯანდაცვა რჩება.

„ამ ეტაპზე ეკონომიკის ხელშეწყობაზე ცოტა რთულია საუბარი, როცა ორი დღის წინ გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა და დღეს ვხედავთ რომ მანქანებით გადაადგილება უკვე შეზღუდულია, ანუ ამ ეტაპზე პრიორიტეტი მე მგონი, მაინც რჩება ჯანდაცვა და მოსახლეობის ჯანმრთელობის უსაფრთხოება. თუმცა ჩვენ თუ შევძელით და აღდგომების შემდეგ დავინახეთ რომ დიდი ცვლილება რიცხვებში არ არის, შევძელით და პიკი გადავლახეთ დროულად, მერე უკვე იქნება გასაკეთებელი აქცენტი ეკონომიკაზე.

ამ ეტაპზე, ჩემი აზრით, პირველყოვლისა საჭიროა მინიმალური ეკონომიკური აქტივობა იყოს შენარჩუნებული. იგივე საკვები პროდუქტები იქნება, თუ ნებისმიერი მიწოდების სერვისის. ყველას გვესმის რომ რთული მდგომარეობაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გლობალურად, თუმცა მე მაინც მგონია, რომ იგივე სადისტრიბუციო მიმართულებაში მოსახლეობა ვინც მუშაობს, არ უნდა დაინფიცირდეს, იმისთვის რომ ხვალ შეძლონ გასვლა სამსახურში. ეს არის მნიშვნელოვანი.

ბოლო რამდენიმე დღეა გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა და ამ ეტაპზე ჯანმრთელობაა მთავარი და შემდეგ მთავრობამაც გააჟღერა, რომ მდგომარეობიდან გამომდინარე მაისის ბოლოდან იგეგმება ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნა“, - განაცხადა ოთარ შარიქაძემ.