მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოთარ შარიქაძე: "ონლაინ მაღაზიების გახსნა, როგორც პირველი ნაბიჯი, შეიძლება სწორი იყოს"

5e99c4290a609
ვიქტორია მღებრიშვილი
17.04.20 19:40
1808
Galt &Taggart-ის მმართველი დირექტორი ოთარ შარიქაძე ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას აფასებს და ამბობს, რომ ეკონომიკის "გახსნის" დაწყებისას ონლაინ მაღაზიების ამოქმედება სწორი ნაბიჯია, რადგან ისინი ნაკლებ რისკის შემცველია და ამავე დროს, ნაწილობრივ უკვე მუშაობენ.

ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ ამასთანავე, მნიშვნელოვანია ამ საქმიანობით დაკავებული კომპანიების შემოწმება.

„თუ ვიმსჯელებთ იმაზე, რომ რაღაც ეკონომიკური აქტივობა დაიწყება, ონლაინ მაღაზია ყველაზე ნაკლებ რისკს შეიცავს ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით; ამასთან, ნაწილობრივ ეს ბიზნესები უკვე მუშაობენ. მიუხედავად იმისა, რომ ონლაინ ბიზნესია, მნიშვნელოვანია, რომ მზაობა იყოს კომპანიის. მაგალითად, ისეთ დიდ გიგანტს როგორიც „ამაზონია“, დასჭირდა რომ დამატებით ხალხი აეყვანა, მას აქვს სერიოზული კონტროლის მექანიზმები, რომ არ მოხდეს გუნდების დაინფიცირება. აქაც საჭიროა კონტროლის მექანიზმები, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ შეიძლება პირველი ნაბიჯი - ონლაინ მაღაზიების გახსნის თაობაზე, სწორი იყოს, იმიტომ რომ ყველაზე ნაკლები რისკის შემცველია, რადგან მოსახლეობასთან ნაკლები კონტაქტია, უფრო დისტანციურად ხდება ბიზნესი და ამის შემდეგ მოხდება ნელ-ნელა სხვა სექტორებზე გადასვლა“, - განაცხადა შარიქაძემ.