07.სექტემბერი .2020 09:00

„ოტიას ეზო“: covid-19-ის გამო, წელს “ოტიას მარანი“ ფაქტობრივად, გაჩერდა

views 231
უკან

"მთავარი, რაც კორონავირუსმა გვასწავლა არის ის, რომ არ შეიძლება მხოლოდ ერთ სფეროზე იყო დამოკიდებული, ამიტომ დავიწყეთ საკუთარი პროდუქტების შექმნა. გავაშენეთ სათბური, დავიწყეთ მიწის ათვისება, მეფრინველეობასაც მოვკიდეთ ხელი და რაც მთავარია, ლუდის წარმოებასაც უფრო მეტი დრო დავუთმეთ“ - ასე აჯამებს გადაცემა „საქმიან დილაში“ „ოტიას ეზოს“ მფლობელი და ოტია იოსელიანის შვილიშვილი, ასევე, ოტია იოსელიანი ზაფხულის სეზონს covid-ის რეალობაში.

საქმე იმაშია, რომ წყალტუბოში, ხელოვნების ქუჩის #1-ში, ოტია იოსელიანის სახლში მისმა შვილიშვილმა, დაახლოებით, ერთი წლის წინ ტურისტული მარანი გააკეთა და ქართული ლუდის ჩამოსხმა დაიწყო. შემდეგ კი, საოჯახო სასტუმროც მოაწყო.

„ლუდი იხარშება ზუსტად ისე, როგორც ჩვენი წინაპრები მას მთაში ხარშავდნენ. დასაწყისში ეს ჩვენთვისაც ექსპერიმენტი იყო და საცდელად 30 ბოთლი ნაყიდი ნედლეულისგან ჩამოვასხით. დღეს ამ მიმართულებით ვიზრდებით და მართალია, მასიურ წარმოებაზე არ ვაკეთებთ გათვლებს, თუმცა რაოდენობას ნელ-ნელა ვზრდით,“ - ამბობს ოტა იოსელიანი.

მისივე თქმით, „ოტიას ეზო“ წელს თავის საოჯახო სასტუმროში ვიზიტორებსაც ელოდა, მაგრამ პანდემიამ, როგორც - ყველას, მათი გეგმებიც შეცვალა.

„მიმდინარე წელს გაცილებით მეტი რესურსი ჩავდეთ სტუმარ-მასპინძლობის სფეროს განვითარებაში, როგორც ადამიანური, ასევე, ფინანსური თვალსაზრისით და ჯავშნებიდან გამომდინარე, ტურისტების მკვეთრად გაზრდილ რაოდენობასაც ველოდით, თუმცა კორონავირუსის ეფექტი აისახა არა მხოლოდ ტურისტულ, არამედ ღვინის ინდუსტრიაზე და მარნის მუშაობაც, ფაქტობრივად, გაჩერდა“, - აღნიშნა მან.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა