მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასულ წელთან შედარებით შეკვეთების რაოდენობა 15%-ით გაიზარდა - “აჭარა ტექსტილის” დირექტორი

63931749c0802
ლიკა გურაბანიძე
09.12.22 15:39
958
სამკერვალო ფაბრიკა “აჭარა ტექსტილში” პანდემიის შემდგომ მდგომარეობა სტაბილურია. როგორც bm.ge-ს “აჭარა ტექსტილის“ დირექტორმა გია ლომინაძემ განუმარტა, შეკვეთების რაოდენობაა 2022 წელს, გასულ წელთან შედარებით 15%-ით გაიზარდა, რისი მიზეზიც საწარმოში გაზრდილი წარმადობაა.

“როგორც მოგეხსენებათ, პანდემიის დროს, კადრების დეფიციტი გვქონდა, ჩვენ შევძელით ის, რომ წარმოებისთვის საჭირო თანამშრომელთა რაოდენობა მიგვეღო. ამჟამად ოთხივე (ბათუმი, ქობულეთი, ფოთი, რუსთავი) საწარმოში 5 000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. იანვრის შემდგომ ახალი თანამშრომლების მიღებას დავიწყებთ”, - აღნიშნა ლომინაძემ.

მისივე თქმით, 2023 წელს კომპანია სტაბილურ ზრდას გააგრძელებს. კომპანიას კი ფინანსურად სტაბილურ ზრდაში წარმოების ჯაჭვის თურქეთიდან საქართველოში გადმოტანაც ეხმარება. აჭარა ტექსტილი სამოსს ისეთი ცნობილი ბრენდებისთვის კერავს, როგორიცაა Adidas და Nike.