ეკონომიკის მინისტრი თბილისში, რიყეზე მდებარე სახელმწიფო ქონების, ე.წ. რიყის დოქების გასხვისების სირთულეებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ასეთი ძვირადღირებული ობიექტის გაყიდვა ამ პერიოდში მარტივი არ აღმოჩნდა. ნათია თურნავამ ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
"დღეს, როდესაც პოსტპანდემიურ პერიოდში ვართ, ძალიან რთულია ძვირადღირებულ ობიექტს მოვუნახოთ ფუნქციონალი. როგორც გამოაჩინა ღია და გამჭირვალე აუქციონებმა, არ არის მარტივი საკმაოდ ძვირადღირებული ობიექტის გაყიდვა. თითქმის 8-9 თვეა, რაც ჩვენ აუქციონებზე გაგვაქვს ეს ობიექტი და თანხა, რაც ის ბიუჯეტს და სახელწმიფოს დაუჯდა, ძალიან შორს არის საბაზრო ფასისგან, რომელიც მასში დღეს შეიძლება ინვესტორმა გადაიხადოს, თუმცა ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას პოტენციურ ინვესტორებთან და აუცილებლად მოხდება მისი პრივატიზება. ამ ობიექტს აუცილებლად ექნება თავისი გამოყენება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
შეგახსენებთ, "რიყის დოქები" უკვე მეოთხედ, 47.5 მლნ ლარადაც ვერ გაიყიდა. აღსანიშნავია, რომ „რიყის დოქებს“ სახელმწიფო გასულ წელს გამოცხადებულ აუქციონზე 95 მლნ ლარად ყიდდა, მეორე აუქციონზე, რომელიც მიმდინარე წლის 5 მარტს დასრულდა, ქონების ღირებულება 71.2 მლნ ლარი იყო, ამავე ფასად “რიყის დოქები“ მიმდინარე წლის გახანგრძლივებული აუქციონის ფარგლებშიც ვერ გაიყიდა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო