მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოთხი კონგრესმენი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შეშფოთების წერილს უგზავნის

5e27f428ce002
ნათია თაქთაქიშვილი
22.01.20 11:08
1014
ოთხი კონგრესმენი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შეშფოთების წერილს უგზავნის. ამის შესახებ ცნობილი კონგრესმენ ადამ კინზინგერის Twitter-ის პოსტიდან გახდა.

როგორც ადამ კინზინგერი სოციალურ ქსელში წერს, მასთან ერთად წერილის ავტორები არიან გერი კონოლი, მაიკლ მაკკოლი და ელიოტ ენჯელი.

"დღეს ადამ კინზინგერმა, გერი კონოლიმ, ელიოტ ენჯელმა და მაიკლ მაკკოლიმ წერილი გაუგზავნეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რადგან ისინი სერიოზულად შეშფოთებულები არიან მათი პოლიტიკური კურსით და ეკონომიკის კლების ტრენდით, რაც პრობლემას უქმნის საქართველოს გზას დემოკრატიული რეფორმებისა და დასავლეთში ინტეგრაციისკენ", - წერს კინზინგერი "ტვიტერზე".