მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოთხი ქვეყანა, საიდანაც ჩასული ვიზიტორებისთვის იტალია COVID-19-ის ტესტს სავალდებულოს ხდის

5f3559a6bf990
ნათია თაქთაქიშვილი
13.08.20 20:30
1639
იტალია შემდეგი ოთხი ქვეყნიდან ჩამოსული ვიზიტორებისთვის კორონავირუსის ტესტს სავალდებულოს ხდის, ესენია: ხორვატია, საბერძნეთი, მალტა და ესპანეთი. ამის შესახებ ადგილობრივია მედია იტყობინება.

მედიის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება აღნიშნულ ქვეყნებში კორონავირუსის გაზრდილ შემთხვევებს უკავშირდება.

იტალიის ჯანდაცვის მინისტრი რობერტო სპერანზა საკუთარი Facebook-ის გვერდზე წერს, რომ ახალ ბრძანებას ხელი უკვე მოეწერა და ძალაშიც შევიდა, ასევე იტალიაში შესვლა ეკრძალებათ ვიზიტორებს, რომლებიც ქვეყანაში ჩასვლას კოლუმბიის გავლით გადაწყვეტენ.

”ჩვენ უნდა გავაგრძელოთ გონივრული მიდგომა, რომ დავიცვათ ის შედეგები, რასაც მივაღწიეთ იმ მსხვერპლის წყალობით, რაც ჩვენ ყველამ გავიღეთ ბოლო თვეებში,” – განაცხადა სპერანზამ.

ცნობისათვის, გასული დღეღამის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსის 481 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 10 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში, საერთო ჯამში, კოვიდ 19-ის 251,000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობა კი - 35,000-ს აჭარბებს.