მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოთხი რისკი, რომლებიც 2023 წელს მოსალოდნელ ეკონომიკურ ზრდას მნიშვნელოვნად შეამცირებს

63d8c7b000e9d
ინგა მურუსიძე
31.01.23 11:54
727
Galt&Taggart-ის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე იმ პოზიტიურ და ნეგატიურ ფაქტორებზე საუბრობს, რაც მიმდინარე წელს ეკონომიკურ ზრდაზე აისახება. საკითხზე მან „საქმიანი დილის“ ეთერში ისაუბრა.

„უნდა გავითვალისწინოთ, რომ 2022 წელს მაღალ ეკონომიკურ აქტივობაში მიგრაციის ეფექტი სოლიდურია და სწორედ ამ კომპონენტიდან შეიძლება მომდინარეობდეს ის რისკები, რაც ნეგატიურ სცენარში გვაქვს. გვაქვს გამოყოფილი ოთხი რისკი, ერთია ის, რომ ძალიან დაბალი შემოსავლები იქნება ფულადი გზავნილების სახით, ტურიზმის განგრძობითი ეფექტიც უფრო სწრაფად მიილევა და ასევე შენელება ექნება მნიშვნელოვანი, ამ ორივე კომპონენტის ერთდროულად ამოქმედების შემთხვევაში, უარყოფითი გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე იქნება 1 პროცენტული პუნქტი. მეორე რისკი, რომელსაც ჩვენ ვასახელებთ, არის მიგრაციის ტალღასთან დაკავშირებული დეპოზიტები, რომელიც საბანკო სისტემაში არის და თუ მოხდება ამის ერთბაშად გატანა, ესეც რისკად აღიქმება - ეკონომიკურ ზრდაზე. მისი გავლენა 0.2 პროცენტული პუნქტი იქნება, მესამე რისკი არის უძრავი ქონების ბაზრის შემცირება იმ დონეზე, რაც იყო ომამდე პერიოდში და ამ შემთხვევაში გავლენა მოხმარებისა და საინვესტიციო აქტივობის შენელების არხით იქნება დაახლოებით 0.75 პროცენტული პუნქტით. ყველაზე დიდი უარყოფითი გავლენა აქვს ჩვენს გამოყოფილ მეოთხე რისკს, რაც არის ჩვენს სავაჭრო პარტნიორებში ეკონომიკური ზრდის შენელება და ეს შენელება ნიშნავს, რომ შემოდინებები მნიშვნელოვნად შემცირდება. ამის გავლენა არის -1,6 პროცენტული პუნქტი. თუკი დაემთხვა ერთმანეთს რისკები, მაშინ ნეგატიურ სცენარში ზრდა 4.8%-დან ჩამოდის 1.2%-ზე”, - განაცხადა ლაშა ქავთარაძემ.

მისივე თქმით, ნეგატიურ სცენარში ლარზე დიდი წნეხი იქნება, რადგან 2022 წელს ლარის გამყარება უკავშირდება ფულად შემოდინებებს და საგარეო ბალანსის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას. „თუ ოთხივე რისკი რეალიზდა, მაშინ ლარის კურსი 3.5-თან უფრო ახლოს იქნება და შესაბამისად, წნეხი გადმოვა ინფლაციაზე. ამასთან, ნეგატიურ სცენარში ინფლაცია ისევ ორნიშნა ხდება და ფაქტობრივად ეროვნულ ბანკს უწევს გადაწყვეტილების მიღება, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებისკენ წავიდეს“, - განმარტა ქავთარაძემ.

რაც შეეხება პოზიტიურ სცენარს, ეკონომისტის თქმით, „ამ სცენარში ჩვენ ვუშვებთ, რომ განგრძობითი იქნება მიგრაცია რუსეთიდან და თუკი ისეთივე ძლიერი იქნება, როგორც გასულ წელს იყო, ამის დადებითი ეფექტი ეკონომიკურ აქტივობაზე არის 2.1% და პოზიტიურ სცენარში ვიღებთ 6.9%-იან ეკონომიკურ ზრდას“.