პარლამენტში გამართულ სხდომაზე “მაგთის” დამფუძნებელმა გია ჯოხთაბერიძემ სახელმწიფო აიპი “ოუფენ ნეტი” გააკრიტიკა. მისი განცხადებით, რეგიონებში ინტერნეტ ინფრასტრუქტურის გაყვანის სამუშაოები კერძო ოპერატორების პრეროგატივა უნდა იყოს და ამის ხელშეწყობისთვის თავად კომუნიკაციების კომისიაც უნდა ზრუნავდეს, თუმცა არსებულ რეალობაში სახელმწიფო კომპანიის საქმიანობა მნიშვნელოვან კითხვის ნიშნებს აჩენს.
“სახელმწიფომ დიდი ხნის წინ დაანონსა და შექმნეს “ოუფენ ნეტი”, ამას სახელმწიფო არ უნდა აკეთებდეს და ქსელის გაყვანა/მშენებლობა ეს კერძო ოპერატორების საქმე უნდა იყოს. შექმნეს ეს სტრუქტურა, არაფერი არ გაუკეთებია ამ კომპანიას და შარშან გამოაცხადეს ტენდერი იმის შესახებ, რომ გურიაში, ოზურგეთის რაიონში 47 სოფელში გაიყვანონ ქსელი და 10 მილიონი გამოყო სახელმწიფომ. კაცო, მე ნუ მახრჩობ და მე თვითონ მივხედავ ამ ქსელის გაყვანას. თუ დავინახეთ ჩვენ ბიზნესის ნიშა, ხომ წავალთ და გავაკეთებთ დაქსელვას... რად უნდა ამას მათრახი და ასე შემდეგ. პირიქით, მარეგულირებელი, ერთი მხრივ, ფასებს გვიწესებს ისეთს… მეორეს მხრივ, მარეგულირებელის ხალხი დარბის და აკეთებენ “ოუფენ ნეტს”, მერე მარეგულირებელის თანამშრომელი გადადის “ოუფენ ნეტის” შეფად, და შემდეგ მათთან დაახლოებული ხალხი აშენებს ამ ქსელს. ესაა ბიზნესის კეთება?!", - განაცხადა გია ჯოხთაბერიძემ.
შეგახსენებთ, რომ “ოუფენ ნეტს” 2020 წლიდან მარიამ სულაბერიძე მართავს, რომელიც იქამდე კომუნიკაციების კომისიაში საქმიანობდა. ის ამასთანავე, “კავკასუს ონლაინის” სპეციალური მმართველიცაა.
2020 წლის 3 აგვისტოს სახელმწიფო “ოუფენ ნეტმა” 10-მილიონიანი ხელშეკრულება ტენდერის გარეშე კომპანია “პარვუს ჯგუფთან” გააფორმა. ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიამ ოზურგეთის რაიონში ოპტიკურბოჭკოვანი ინტერნეტისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა უნდა მოაწყოს. ამ კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი სახელმწიფო ელექტროსისტების ყოფილი მმართველი სულხან ზუმბურიძეა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა მიზანს ემსახურება 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადება? - გამყრელიძის განმარტება
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თურქეთის ელჩი „ნამახვანჰესზე“: არსებობს მანიპულაცია ფაქტებით... მოვუწოდებ კომპანიას ღიად გამოვიდეს და ილაპარაკოს
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი