მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სეზონში მესამედ ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს თვის საუკეთესო მოთამაშე გახდა

6425843bbc308
ირაკლი მოდებაძე
30.03.23 17:00
1190
ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ში ზედიზედ მეორედ თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, სეზონში კი მესამედ.

"ნაპოლის'' ქართველმა ვარსკვლავმა ყველაზე მეტი ხმა მიიღო. 22 წლის კვარაცხელია პირველი ფეხბურთელია, რომელმაც სერია A-ს ერთ სეზონში თვის MVP-ის ტიტული სამჯერ მოიგო. კვარაცხელიას ეს ჯილდო მარტის გარდა, აგვისტოსა და თებერვალშიც ერგო. ხვიჩას 2 აპრილს, მილანთან მატჩის წინ დააჯილდოებენ.

"გრძელდება ხვიჩა კვარაცხელიას წარმატებებისა და აღიარებების სერია, პირველი ფეხბურთელი, რომელიც ერთ სეზონში სამჯერ გახდა სერია A-ს თვის საუკეთესო მოთამაშე. მარტში შედეგიანი თამაშის წყალობით ქართველმა იტალიაში თავისივე პირველივე სეზონში მოახერხა, როგორც გოლებით, ისე საგოლე პასებით ორნიშნა რაოდენობის მიღწევა. კვარაცხელია უკვე შეიჭრა ფეხბურთის მოყვარულთა გულებში თავისი მაღალი ხარისხის თამაშით, როგორიც იყო თუნდაც ატალანტასთან გატანილი ბრწყინვალე გოლი", - თქვა სერია A-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ლუიჯი დე სიერვომ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 30 მატჩში 14 გოლი გაიტანა, 14 საგოლე პასი გააკეთა.