მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“Tripcars.com-ისთვის ზაფხულის სეზონი მძიმე იყო” - ირაკლი ცაგარეიშვილი

5f4f417627443
ლიკა გურაბანიძე
02.09.20 22:40
1721

Tripcars.com-ის თანადამფუძნებლის ირაკლი ცაგარეიშვილის განცხადებით, კომპანიას მარტიდან ის ჯავშნები გაუუქმდა, რაც მიმდინარე წლის დასაწყისში, ზაფხულის სეზონისთვის უკვე მიღებული ჰქონდა.

როგორც მან bm.ge-ს განუცხადა, კომპანია აქტიურ სეზონს ელოდებოდა, თუმცა, პანდემიის გამო პრობლემები შეიქმნა. მისივე თქმით, ტურისტების ნაკლებობამ გამოიწვია ის, რომ კომპანიის გაყიდვები ფაქტობრივად ნულს გაუტოლდა, რადგან მთლიანი სტრატეგია უცხოელ ვიზიტორებზე იყო მორგებული.

"ადგილობრივ ტურიზმზე გადართვა მოგვიწია და შეიძლება ითქვას, რომ ეს მოვახერხეთ და გამოგვივიდა, თუმცა, შარშანდელთან შედარებით დაახლოებით 30%-იანი მაჩვენებლის გენერირება მოვახერხეთ.” - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

მისივე თქმით, ბევრმა ადამიანმა Tripcars.com-ის პლატფორმით ავტომობილების გაქირავებაზე უარი განაცხადა, თუმცა იყვნენ პირები, ვინც მიუხედავად პანდემიისა, საკუთარ ავტომობილს გასაქირავებლად ამატებდა. ცაგარეიშვილის განმარტებით, ყველაზე დიდი მოთხოვნა ბიუჯეტურ ავტომობილებზეა.

“ჩვენ შუამავალი კომპანია ვართ, ავტომობილების მფლობელებს და დამქირავებლებს ვუგზავნით ინფორმაციას, თუ როგორ უნდა დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, რათა ინფიცირების შანსი მინიმალური იყოს. დამქირავებლების სიას რომ გადავხედოთ, ძირითადად მოთხოვნა რეგიონებში მაღალი გამავლობის ჯიპის ტიპის ავტომობილებზე იყო. ყველაზე დიდი მოთხოვნა კი ბიუჯეტურ ავტომობილებზეა და მუდმივად ვცდილობთ, რომ ფასები გავაკონტროლოთ, მაქსიმალურად გავაკეთოთ ანალიზი და ავტომობილები ნებისმიერი მოთხოვნისთვის ხელმისაწვდომ ფასად გავაქირავოთ.” - განმარტა ცაგარეიშვილმა.