“ჩვენ მიერ Frontera-ში ინვესტირებული დროისა და რესურსების მიუხედავად, კომპანიის დირექტორები სისტემატიურად არღვევდნენ სასესხო ხელშეკრულების პირობებს. არაერთი პოტენციურად მომგებიანი გარიგება კი კომპანიის დირექტორების მხრიდან სრულიად იგნორირებული იყო,”- ნათქვამია ამერიკული საინვესტიციო კომპანია Outrider Management-ის ხელმძღვანელის სტივენ ჰოუპის მიერ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთვის გაგზავნილ წერილში.
დოკუმენტის თანახმად, Outrider Management-ი მზადყოფნას გამოთქვამს საქართველოს Frontera-სთან შექმნილი მდგომარეობის მოგვარებაში და ნავთობის მოპოვების სიმძლავრეების აღდგენაში დაეხმაროს. Outrider Management-ის ხელმძღვანელის წერილის თანახმად, კომპანია საქართველოს ნავთობის მოპოვების სექტორში ერთ-ერთი ინვესტორი იყო, კერძოდ კი ის Frontera-ს კუთვნილი ლიცენზიის მაჟორიტარი მეწილე იყო, თუმცა Frontera-ს მის მიმართ $35 მილიონი დოლარის ვალდებულებები ჰქონდა დაგროვილი, რომლის მოპოვებისთვისაც სასამართლო დავაში იყო ჩართული.
"Outrider Management-მა, კალიფორნიულმა საინვესტიციო კომპანიამ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას უკვე მიმართა იმისთვის, რათა კომპანიას გადაეცეს უფლება მოიპოვოს ნავთობი და ბუნებრივი აირი მეთორმეტე სალიცენზიო ბლოკიდან. აღნიშნულის შედეგად, საქართველო ამ რესურსების მოპოვებით სარგებელს მიიღებს, თავად კომპანია კი შეძლებს უკან დაიბრუნოს ის საინვესტიციო თანხა, რომელიც ლიცენზიის ამჟამინდელ მფლობელ კომპანიაში განახორციელა,“- ნათქვამია განცხადებაში.
Outrider Management-ის მმართველის, სტივენ ჰოუპის თქმით, Outrider-ი პასუხისმგებლიანი კომპანიაა, რომელსაც ნავთობისა და გაზის სექტორში ინვესტირების არაერთწლიანი გამოცდილება აქვს. ჰოუპი აცხადებს, რომ მათთვის ლიცენზიის მინიჭებით, საქართველოს მისი კუთვნილი ბუნებრივი რესურსების უფრო სრულფასოვნად ათვისება შეეძლება.
წერილიდან ირკვევა, რომ Outrider Management-სა და Frontera-ს შორის რამდენიმე სასამართლო დავა მიმდინარეობდა, რომლებიც სტივენ ჰოუპის განცხადებით თავად Frontera-ს მიერ იყო ინიცრებული და მიზნად Outrider-ის წინაშე არსებული ვალდებულების გადავადებას ისახავდა. Outrider Management-ის ხელმძღვანელის თქმით, თავად Frontera-ს დირექტორების, ზაზა მამულაიშვილისა და სტივ ნიკანდროსის მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგად, Frontera-მ ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა დაწყებულიყო ქართული საბადოს სრულფასოვანი ათვისება.
“Frontera უსაფუძვლო ბრალდებებით ცდილობდა თავიდან აეცილებინა Outrider-ის წინაშე არსებული ვალდებულებების გასტუმრება. ყოველ ჯერზე ჩვენ სრულად და წარმატებით ვიცავდით საკუთარ თავს ამგვარი ქმედებებისგან, თუმცა იურიდიული დაცვის ღირებულება განსაკუთრებულად დიდი იყო და ის რამდენიმე მილიონ დოლარს აღემატებოდა.
Outrider-ი იყო Frontera-ს არასამართლიანი ბიზნეს საქმიანობის მსხვერპლი, ჩვენ იმედს გამოვთქვამთ რომ მოგვეცემა შესაძლებლობა ხორცი შევასხათ იმ რეალურ პოტენციალს, რაც ამ სალიცენზიო ბლოკს გააჩნია; ან თუ ლიცენზია არ იქნება ჩვენ მიერ მიღებული, სურვილი გვაქვს ის ვალდებულება, რაც ამ სალიცენზიო ბლოკის მფლობელ კომპანიას ჩვენ მიმართ ჰქონდა, გადავიდეს იმ კომპანიაზე, რომელიც ამ ლიცენზიას მიიღებს,“ - ნათქვამია სტივენ ჰოუპის წერილში, რომელიც მან სექტემბერში გიორგი გახარიას გაუგზავნა.
Outrider-ის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ნავთობისა და გაზის მოპოვების ლიცენზიას მიიღებენ, ადგილზე კვლევა-ძიებისთვის გამოცდილ ოპერატორს შემოიყვანენ. Outrider-ის თანახმად, თავად ეს ტერიტორია დაახლოებით 700 მილიონ ბარელამდე ნავთობს შეიცავს, თუმცა მას განაწილების საკმაოდ რთული სტრუქტურა აქვს.
ცნობისთვის, ჰააგის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს ტრიბუნალმა Frontera-ს, ნავთობისა და გაზის სააგენტოსა და ნავთობისა და გაზის კორპორაციას შორის მიმდინარე დავაზე გადაწყვეტილება 2020 წლის აპრილში მიიღო. სასამართლოში დავა რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და მის ფარგლებში სახელმწიფო Frontera-ს მიერ სალიცენზიო მოთხოვნების დარღვევაზე დავობდა.
საარბიტრაჟო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს საჩივარი, რის შედეგადაც Frontera-ს სალიცენზიო ტერიტორიის უკან სახელმწიფოსთვის გადაცემა დაევალა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას