მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზელენსკი პუტინთან შეხვედრის მოლოდინში - “ჩვენს დელეგაციას მკაფიო ამოცანა აქვს“

622ed286671d5
თელარა გელანტია
14.03.22 09:27
1025
“ჩვენი დელეგაციის წევრებს მკაფიო ამოცანა აქვთ - ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ პრეზიდენტების შეხვედრა შედგეს”, - ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა მორიგ ვიდეომიმართვაში გააკეთა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ხალხი მისი და რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრას მოუთმელად ელის.

„ცხადია, ეს რთული ამბავია, რთული გზაა, მაგრამ საჭიროა და ჩვენი მიზანია, უკრაინამ ამ ბრძოლაში, ამ რთულ მოლაპარაკებებში აუცილებელი შედეგი მიიღოს. აუცილებელი ჩვენთვის, მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის. იმისთვის, რომ გარანტიები გვქონდეს - ნორმალური და ეფექტიანი“, - თქვა პრეზიდენტმა.

ცნობისთვის: უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის ინფორმაციით, რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი შესაძლოა, მიმდინარე კვირაში გაიმართოს.

“როგორც კი ორმხრივი შეთანხმების სამართლებლივი ფორმატები შემუშავდება, მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი დაინიშნება. ეს შეიძლება იყოს, ხვალ, ზეგ… ძალიან ბევრი წინადადებაა განსახილველი, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია საომარ მოქმედებებთან დაკავშირებული წინადადებები, რომელიც ცეცხლის შეწყვეტას და რუსი სამხედროების გაყვანას გულისხმობს.

ვაპირებთ განვიხილოთ ყველა საჭირო საკითხი, ახლა ვცდილობთ ეს საკითხები ლეგალურ ფორმატში მოვაქციოთ”, - განუცხადა პოდოლიაკმა ბელორუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს.