მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Oxfam-ი: მსოფლიოს ყველაზე მდიდარი 2,153 ადამიანის ქონებამ ყველაზე ღარიბი 4,6 მლრდ მოქალაქის ქონებას გადააჭარბა

5e25815a55cc4
ნათია თაქთაქიშვილი
20.01.20 14:47
955

როგორც გავლენინიანი მედია Reuters-ი წერს, ორგანიზაცია Oxfam-მა ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს მსოფლიოს ყველაზე მდიდარი 2,153 ადამიანის ქონების ღირებულებამ, ყველაზე ღარიბი 4,6 მილიარდი მოქალაქის ქონებას გადააჭარბა.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ანგარიშის გამოქვეყნება წინ უსწრებდა ისეთ მნიშვნელოვან მოვლენას, როგორიც არის დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი. წელს ორგანიზაციამ განსაკუთრებული ყურადღება ქალების შრომას დაუთმო. კვლევის მიხედვით, მსოფლიოში ქალები ყოველდღე 12,5 მილიარდი საათი ანაზღაურების გარეშე მუშაობენ და მსოფლიო ეკონომიკაში მათი წვლილი 10,8 ტრილიონი დოლარია, რაც ტექნოლოგიური ინდუსტრიის წვლილს სამჯერ აღემატება.

„მეორე მხრივ კი, ჩვენ ვხედავთ მილიარდერებს, რომლებიც დავოსში პირადი თვითმფრინავებით მიემგზავრებიან“, - აცხადებს Oxfam-ი.

”თუ მსოფლიოს დააკვირდებით, საპროტესტო აქციებს შეხვდებით 30-ზე მეტ ქვეყანაში.  როგორ გგონიათ, რატომ დგას ხალხი ქუჩაში, რას აპროტესტებენ? - იმას, რომ მათთვის მიუღებელია ასეთი უთანასწორობა და არ აპირებენ ამ პირობებში ცხოვრების გაგრძელებას", - აღნიშნავს Oxfam-ი.

ორგანიზაციის ანგარიშში ნათქვამია, რომ ყველა ქვეყნის მთავრობამ უნდა იზრუნოს, რომ ქალების შრომა დაფასდეს, ხოლო მილიარდერები დაიბეგრონ და მათი გადასახადებით უნდა დაფინანსდეს სხვადასხვა სოციალური თუ საგანმანათლებლო პროექტები.