22.დეკემბერი .2019 14:37

Oxford: ბედნიერი ადამიანები სამსახურში მეტად პროდუქტიულები არიან

views 344
უკან

1 800 თანამშრომლის ყოველდღიური შესწავლის შედეგად, 6 თვის შემდეგ დაიდო დასკვნა, რომლის თანახმადაც, ბედნიერი ადამიანები უფრო პროდუქტიულად მუშაობენ სამსახურში. ანუ, თუკი გაიზრდება ადამიანის პოზიტიურობის ხარისხი, იზრდება ტვინის ეფექტიანობაც. ტვინი პოზიტიური ემოციების დროს 31%-ით მეტად პროდუქტიულია, ვიდრე ნეიტრალური ან სტრესული პირობების შემთხვევაში. ამიტომაცაა თანამედროვე ეკონომიკური და სახელმწიფო პოლიტიკის მთავარი საზრუნავი მოქალაქეების ბედნიერებაზე და მათი შესაძლებლობების შექმნაზე ზრუნვა.

თუმცა არის შემთხვევები, რომლებიც დამსაქმებლების ძალებს აღემატება და კონტროლს სცდება. მაგალითად, კვლევამ დაადგინა, რომ უამინდობას დამთრგუნველი ეფექტი აქვს და წვიმიან და ნისლიან ამინდში ადამიანები ნაკლებად პროდუქტიულები არიან, ანალოგიური მდგომარეობაა ორშაბათობით, როდესაც დასვენების შედეგად მუშაობა გვიწევს.

ამდენად, წარმატების მოდელები განსხვავებულია: ადამიანები, რომლებიც მოქმედებენ პოზიტიური დამოკიდებულებებით, უკეთესად უმკლავდებიან გამოწვევებს. საქმიანობის ყველა შედეგი იზრდება, როდესაც ტვინი პოზიტიურია.

ამიტომაც არიან ბედნიერი ქვეყნები ეკონომიკურად წარმატებულები, 2019 წლის ბედნიერების ინდექსის თანახმად კი, რეიტინგში პირველი ფინეთია, მას დანია, ნორვეგია, ისლანდია, ნიდერლანდები, შვეიცარია, შვედეთი, ახალი ზელანდია, კანადა და ავსტრია მოჰყვება.

საქართველო ამ რეიტინგში 119 ადგილს იკავებს. 

მეცნიერების მტკიცებით, კონკრეტული ქვეყნის მოსახლეობის ბედნიერებას პირველ რიგში განვითარებული სოციალური მხარდაჭერა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას სრული თავისუფლება და კორუფციის დაბალი დონე განსაზღვრავს.

ამასთანავე, კვლევებმა დაადასტურა, რომ მართალია, პლანეტაზე მოსახლეობის რაოდენობა იზრდება, მაგრამ ბედნიერ ადამიანთა რიცხვი კატასტროფულად კლებულობს, რაც განპირობებულია ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური პრობლემებით გამოწვეული სტრესით, თუმცა როგორც აღმოჩნდა, არც ეკონომიკურად წარმატებულ ქვეყნებში არიან ადამიანები განსაკუთრებით ბედნიერი, რასაც მეცნიერები პირველ რიგში ნარკოტიკებზე, აზარტულ თამაშებსა და ციფრულ მედიაზე დამოკიდებულებით ხსნიან.


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა