მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Oxford-ი: დექსამეტაზონი Covid-19-ით დაავადებულთა სიკვდილიანობის მაჩვენებელს ამცირებს

5ee9cbcdd53db
ნათია თაქთაქიშვილი
16.06.20 16:00
597
Oxford-ის ახალი კვლევის მიხედვით, პრეპარტატი დექსამეტაზონი ახალი კორონავირუსით მწვავედ დაავადებული პაციენტების ნაწილს სიცოცხლის შენარჩუნებაში ეხმარება.

კვლევის მიხედვით, დექსამეტაზონმა ხელოვნურ სასუნთქ აპარატზე მყოფი პირების გარდაცვალების რისკი 1/3-ით, ხოლო ჟანგბადზე მყოფი პირების 1/5-ით შეამცირა.

მკვლევარები აცხადებენ, რომ დიდ ბრიტანეთში წამალი პანდემიის დაწყებისთანავე რომ გამოეყენებინათ, სავარაუდოდ, 5,000-მდე სიცოცხლე გადარჩებოდა.

ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულ ცდაში, დაახლოებით, 2,000 პაციენტი იღებდა მონაწილეობას. ამ პაციენტებს დექსამეტაზონი მისცეს და ისინი შეადარეს სხვა 4,000 პაციენტს, რომელთაც დექსამეტაზონი არ მიუღიათ.

სასუნთქ აპარატზე მყოფი პაციენტების გარდაცვალების რისკი 40%-დან 28%-მდე შემცირდა. იმ პაციენტთა სიკვდილის მაჩვენებელი კი, რომლებსაც ჟანგბადი ესაჭიროებოდათ - 25%-დან 20%-მდე.

მთავარი მკვლევარი, პროფესორი პიტერ ჰორბი ამბობს, რომ ამ დროისთვის დექსამეტაზონი ერთადერთი წამალია, რომლის გამოყენებაც სიკვდილიანობას მნიშვნელოვნად ამცირებს „და ეს მნიშვნელოვანი გარღვევაა“.

წამყვანმა მკვლევარმა, პროფესორმა მარტინ ლანდრეიმ განაცხადა, რომ კვლევის მიგნებით, ამგვარი მკურნალობით სასუნთქ აპარატზე მყოფი ყოველი 8 პაციენტიდან – ერთი და ჟანგბადზე შეერთებული, დაახლოებით, 25 პაციენტიდან – ერთი გარდაცვალების თავიდან არიდება შეიძლება.

მისი თქმით, წამლით მკურნალობა 10 დღემდე გრძელდება და ერთ პაციენტისთვის მისი ღირებულება 5 ფუნტამდე ჯდება.

კვლევებმა ასევე ცხადყო, რომ დექსამეტაზონი არ შველის ახალი კორონავირუსით დაავადებულ არამწვავე სიმპტომების მქონე პირებს, რომლებსაც სუნთქვის პრობლემა არ აღენიშნებათ.