მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აფეთქების გამო კოსტავას ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია - მერია

5f52401ab6412
BM.GE
04.09.20 17:22
780
თბილისის საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქების გამო, კოსტავას ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

"საზოგადოებრივი ტრანსპორტი და კერძო ავტომობილების მძღოლები რუსთაველის გამზირის მიმართულებით გადაადგილდებიან, რაც მელიქიშვილის ქუჩიდან, ვარაზისხევიდან და ჭავჭავაძის გამზირიდან მომავალი სატრანსპორტო საშუალებების ნაკადების შეფერხებას იწვევს. შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან მობილიზებული. საგზაო მოძრაობას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს",- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ფილარმონიასთან, კლუბ "დეჟავუში" მომხდარი აფეთქების შედეგად გარაიცვალა 1 ადამიანი, დაშავდა-2.