მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოზურგეთისა და ლანჩხუთის წყალმომარაგებისათვის ტენდერი გამოცხადდა

63373cf785d75
BM.GE
30.09.22 23:00
502
სახელმწიფო პროგრამის ,,მშენებლობა განვადებით“ ფარგლებში, ლანჩხუთისა და ოზურგეთის წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, ტენდერი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ დღეს გამოაცხადა.

"დაგეგმილი სამუშაოები ითვალისწინებს ოზურგეთში სათავე ნაგებობების, რეზერვუარებისა და გამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაციას. ქალაქ ლანჩხუთში კი, ჭაბურღილების, სატუმბი სადგურის, მაგისტრალური მილებისა და გამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაცია-მშენებლობას. ორივე პროექტს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 78 მილიონი ლარი მოხმარდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, ადგილობრივი მოსახლეობა 24 საათიანი, სტანდარტის შესაბამისი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

პროგრამა „მშენებლობა განვადებით“ ფარგლებში, ბოლნისის, დაბა კაზრეთისა და რამდენიმე სოფლის (ბალიჭი, ძველი ქვეში, ძეძვნარიანი) წყლის სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოებზე ხელშეკრულება უკვე გაფორმდა. წყალმომარაგების კომპანიას გამოცხადებული აქვს ტენდერი ქალაქ წყალტუბოს და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 3 სოფლის (გუმბრა, თერნალისა და გვიშტიბი) წყალმომარაგების პროექტირება- მშენებლობის სამუშაოებზეც. მიმდინარე წლის ბოლომდე, ახალი

პროგრამის ფარგლებში, კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი დაიწყება. ახალი პროგრამით, სახელმწიფო უფრო სწრაფად განავითარებს ქვეყნის ინფრასტრუქტურას პროგრამაში ჩართული სამშენებლო კომპანიები კი, სწრაფ განვითარებას, გამოცდილების გაზრდას, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება-გაფართოებას და შემდგომში მასშტაბურ სახელმწიფო თუ საერთაშორისო პროექტებსა თუ ტენდერებში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შემუშავებული „საქართველოს განვითარების სტრატეგია - ხედვა 2030“-ის მიხედვით, 2025 წლის ბოლომდე ქვეყნის ყველა ქალაქი 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი", - ნათქვამია ინფორმაციაში.