ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბაღებში სასწავლო პროცესი შეწყდა - ამის შესახებ უწყების განცხადებაშია აღნიშნული. მიზეზი რამდენიმე სააღმზრდელო დაწესებულებაში ენტეროვირუსის ნიშნებია.
მუნიციპალიტეტმა საბავშვო ბაღებში სკოლამდელი სააღმზრდელო პროცესი 15 ოქტომბერს განაახლა. შაბათს ერთ-ერთ ბაღში რამდენიმე ბავშვს აღენიშნებოდა დიარეის ნიშნები. მიღებული შეტყობინების საფუძველზე, ბაღების გაერთიანებამ დაიწყო მოკვლევა, იყო თუ არა სხვა ბაღებში მსგავსი შემთხვევები. დღის განმავლობაში, არც ერთ ბაღში არ დაფიქსირებულა აღნიშნული ფაქტი, თუმცა საღამოს 11 ბაღიდან შემოვიდა შეტყობინება, რომ რამდენიმე აღსაზრდელს გამოუვლინდა სავარაუდო ენტეროვირუსის ნიშნები.
გამომდინარე იქიდან, რომ გამორიცხულიყო საკვებით მოწამვლა, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საბავშვო ბაღებში დაუყოვნებლივ შესულიყო სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და ეპიდემიოლოგები შემოწმების მიზნით.
დაზუსტებული ინფორმაციით სავარაუდო ენტეროვირუსის ნიშნები ამ დროისთვის აღენიშნება 80-მდე ბავშვს, სტაციონარში მკურნალობს მხოლოდ 1. ნაწილი გამოჯანმრთელდა, ნაწილი სახლში აგრძელებს მკურნალობას.
აქვე განვმარტავთ, რომ საბავშვო ბაღებში პროდუქტი და სასმელი წყალი კანონმდებლობის და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების სრული დაცვით, შევიდა 2 დღით ადრე.
სანამ შესაბამისი სამსახურები აღნიშნული ფაქტის გამომწვევ მიზეზს არ დაადგენენ, საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი არ განახლდება”,- ნათქვამია განცხადებაში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის