მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პაატა ცინცაძე: მოსახლეობას სათანადოდ გაცნობიერებული არ აქვს, რომ რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების ზრდა პრობლემაა

601fbe553241a
BM.GE
07.02.21 14:14
2853
საქართველოს საინჟინრო და ენერგეტიკის აკადემიების წევრმა, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორმა პაატა ცინცაძემ გადაცემა “ფორბსის კვირის” ეთერში ისაუბრა იმ გამოწვევების შესახებ, რომელსაც დღეს საქართველოს ენერგეტიკა აწყდება. მათ შორის განსაკუთრებულად მნიშვნელოვან პრობლემად ცინცაძე ელექტროენერგიის მზარდ იმპორტს, განსაკუთრებით კი რუსეთიდან გაზრდილ იმპორტს ასახელებს.

“ელექტროენერგეტიკული მიმართულებით რუსეთზე დამოკიდებულების ზრდას აქვს თავისი რისკები. იცით რომ რუსეთი ამას გავლენის ერთ-ერთ იარაღად განიხილავს და იცით რა მოვლენები მიმდინარეობს ევროპაში ჩრდილოეთის გაზსადენის მშენებლობასთან დაკავშირებით. ასე რომ ყველა ცდილობს მინიმუმამდე დაიყვანოს რუსეთზე დამოკიდებულება, ჩვენ კი ვაკეთებთ ყველაფერს, რათა ეს დამოკიდებულება იყოს რაც შეიძლება დიდი, ეს სახიფათოა, რადგან ეკონომიკურ დამოკიდებულებას შემდეგ მოყვება ხოლმე პოლიტიკური დამოკიდებულებაც.

ერთადერთი გამოსავალი ჩვენთვის არის ავაშენოთ ჩვენი ჰიდროენერგეტიკა და ამ გზით შევამციროთ დამოკიდებულება მეზობელ ქვეყნებზე.

ჩემი აზრით მოსახლეობას კარგად გაცნობიერებული და გათავისებული ეს პრობლემა არ აქვს. საჭიროა სერიოზული საინფორმაციო მუშაობა - არის ეს საშიში? რას გამოიწვევს? და ასე შემდეგ. როდესაც საუბარია იმაზე, რომ გრავიტაციული კაშხალი მიწისძვრისგან დაინგრევა, ამაზე მარტივია პასუხი, ასეთი რამ ჯერ არსად არ მომხდარა, რომ გრავიტაციული კაშხალი დანგრეულიყო მიწისძვრისგან.

საფრთხეების შესწავლა წინასწარ არის შესაძლებელი პროექტირების დონეზე, ხოლო ახალი ტექნოლოგიები, რომლითაც გამოთვლა ხდება საშუალებას იძლევა, რომ კონსტრუქცია იყოს შემუშავებული გაცილებით უფრო უსაფრთხოდ ვიდრე ადრე იყო შესაძლებელი. შესაბამისად, ნამახვანის კაშხლის მშენებლობა, რომელიც სულ 110 მეტრის არის სრულიად უპრობლემოდ შეიძლება თუ მას სწორად ავაშენებთ,”- განაცხადა ცინცაძემ.

ესკოს მონაცემებით, 2020 წლის განმავლობაში საქართველომ 1.6 მილიარდი კილოვატ საათის ელექტროენერგიის იმპორტი განახორციელა, რაც მთლიანი მოხმარების 13%-ს შეადგენდა.