"სადაზღვევო სექტორში კარგი არაფერი ხდება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ ნაწილში ყველაზე მეტად ოპტიმისტები უნდა ვიყოთ", - ამის შესახებ BMG-ის გადაცემა „საქმის კურსში“ "თიბისი დაზღვევის“ გენერალურმა დირექტორმა პაატა ღაძაძემ სადაზღვევო ინდუსტრიაზე კორონავირუსის ეფექტის შეფასებისას განაცხადა.
მისი შეფასებით, სამოგზაურო დაზღვევა, პრაქტიკულად გაქრება, რადგან საკმაოდ დიდი კლებაა ამ ნაწილში.
„დაზღვევასაც ეს ძალიან დაეტყო, პრაქტიკულად, გაქრება სამოგზაურო დაზღვევა, რომელიც ალბათ 80%-ით შემცირებულია.
სადაზღვევო სექტორში კარგი არაფერი ხდება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ ნაწილში ყველაზე მეტად ოპტიმისტები უნდა ვიყოთ იმიტომ რომ, სადაც მეტი რისკია უფრო მეტად ხდება ხოლმე დაზღვევასთან მიახლოება.
მაგალითად, მინდა გითხრათ, რომ არნახული წილია ზარალების მომსახურებისა ციფრული არხებით, რაც დღეს შეიმჩნევა, მარტო ჩვენი კომპანიის მაგალითზე 2 თვეში, დაახლოებით, 2 მლნ-ზე მეტი ზარალის ანაზღაურება დისტანციურად მოვახდინეთ. ასეთი რამ გასულ წლებში დისტანციური ანაზღაურების კუთხით არ გვქონია, ასეა გაყიდვების წილშიც, მაგრამ ზოგადად, მაგალითად აგროდაზღვევების კუთხით მობილობა მნიშვნელოვანია და მნიშვნელოვნად დაეტყობა ამას, ასევე ტურიზმის დაზღვევის მიმართულებითაც დაეტყობა“, - ამბობს პაატა ღაძაძე.
„თიბისი დაზღვევის“ გენერალური დირექტორი მიიჩნევს, რომ „დაზღვევის კუთხით გაცილებით მეტი შესაძლებლობებია ვიდრე - სხვა ინდუსტრიებში“, თუმცა ამასაც შესაბამისი გარემო და განვითარება სჭირდება.
„სადაზღვევო ბიზნესს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, არის რეგულაციები, საკანონმდებლო ინიციატივები, რომელიც ძალიან ბევრ შესაძლებლობას უხსნის ამ ინდუსტრიას და სხვა საფეხურზე აჰყავს, მაგრამ ამ შემთხვევაში ძალიან დიდი მოლოდინებით ინდუსტრია არ იყო, თუ იყო კიდევ უფრო დამაჯერებლად აღარ არის, შესაბამისად, აქ დიდ აფსაიტებს საკანონმდებლო ინიციატივებში ვერ ვხედავ. გადაიწია სავალდებულო დაზღვევის თემამ და პრაქტიკულად არ ჩანს, რომელიც ერთ-ერთი ლოკომოტივი უნდა გამხდარიყო“, - აცხადებს ღაძაძე.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი