მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პაატა ღაძაძე: თიბისი დაზღვევაში სამედიცინო დაზღვეულთა რაოდენობა გასამმაგდა

5feb157b02fda
ლიკა გურაბანიძე
29.12.20 20:30
775

“ბოლო 4 წლის განმავლობაში თიბისი დაზღვევის საშუალო წლიური ზრდა 28-30% იყო. ბოლო პერიოდის ძირითადი შედეგები არის ის, რომ ჩვენ წლის ბოლოს საცალო დაზღვევაში უპირობო ლიდერები ვართ. ასევე სამედიცინო დაზღვეულთა რაოდენობა გასამმაგდა და მომავალ წელსაც ასეთივე ზრდა იგეგმება", - ამის შესახებ გადაცემა "საქმიან დილაში" თიბისი დაზღვევის გენერალურმა დირექტორმა პაატა ღაძაძემ განაცხადა.

როგორც ღაძაძემ განმარტა, პანდემიის გამო, 2020 წელს კომპანიას სამი ტიპის გამოწვევა ჰქონდა.

“პირველი სისტემური გარდაქმნა და თანამშრომლების დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანა, რაც მარტივი არ აღმოჩნდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, თვენახევარში როგორც ბანკმა ისე სადაზღვევო კომპანიამ სისტემური გადაწყობა მოახდინა. მეორე გამოწვევა იყო სადაზღვევო პოლისების რეალიზაციის პროცესში შეუფერხებლობა, ეს ერთ კვირაში მოვაგვარეთ.

ხოლო მესამე გამოწვევა, ზარალის ანაზღაურების პროცესი იყო. ანაზღაურებული პოლისების 67,8% მომხმარებლის მაღალი ჩართულობით გვაქვს.

თიბისი დაზღვევაში ორი მიმართულება იქნება მნიშვნელოვანი, პირველი სიცოცხლის დაზღვევის ახალი პროდუქტები, რომელიც მასობრივად შემოვა, ხოლო მეორე დიჯიტალიზაციის პროცესი იქნება.” - განმარტა თიბისი დაზღვევის გენერალურმა დირექტორმა.

პაატა ღაძაძემ საუბრის ბოლოს სოციალური პასუხისმგებლობის პროექტების გაგრძელებაზეც გააკეთა აქცენტი.

“სოციალური პასუხისმგებლობა ჩვენი განუყოფელი ნაწილია იმიტომ, რომ ეს არ არის თანამედროვე ბიზნესში ქველმოქმედების დემონსტრირების პროექტები. ამის გარეშე პასუხისმგებლიანი ბიზნესები კოტრდებიან კიდეც.

ჩვენი მთავარი ამოცანა ის კი არ არის გავაკეთოთ თუ არა, არამედ ის თუ როგორ გავაკეთოთ, რა სიღრმეები და მასშტაბები უნდა ჰქონდეს.

წინა პლანზე მომუშავე დაავადებული სამედიცინო პერსონალისთვის ჯამურად 308 500 ლარის პირდაპირი დახმარება იქნა გაწეული.

მომავალი წელი რა სიურპრიზებს გვიმზადებს ეს არ ვიცით, თუმცა სამზადისი ამ ნაწილში უკვე იწყება.” - აღნიშნა ღაძაძემ.