29.დეკემბერი .2019 17:50

პაატა ღაძაძე: თითოეულ ბიზნეს ხაზში საკმარისად დიდი წარმატება გვაქვს

views 595
უკან

"თითოეულ ბიზნეს ხაზში გვაქვს საკმარისად დიდი წარმატება. ყველაზე მოხმარებადი სადაზღვეო პროდუქტის - ავტომობილების დაზღვევის ნაწილში, ჩვენი წილი ბაზარზე 32%-ია, ასევე მთელს საცალო ბაზარზე „თიბისი დაზღვევის“ წილი, დაახლოებით, 36%-37%-ს შეადგენს“, - ამის შესახებ „თიბისი დაზღვევის“ გენერალურმა დირექტორმა პაატა ღაძაძემ Forbes Georgia-ს მთავარ რედაქტორ გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუში განაცხადა, სადაც მიმდინარე 2019 წელი შეაჯამა.

მისივე თქმით, „თიბისი დაზღვევას“ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საკმაოდ საინტერესო პლატფორმები აქვს შექმნილი; ასევე, აქვთ თითოეული ტიპის ინდუსტრიისთვის მორგებული ბიზნეს პაკეტები.

გარდა ამისა, პაატა ღაძაძის შეფასებით, „თიბისი დაზღვევის“ უპირატესობაა ისიც, რომ სადაზღვეო მენეჯერები მომხმარებლებს გარკვეულ კონსულტაციებს უწევენ ბიზნესის ნაწილში, მათ შორის სესხის აღების და ასევე, არასაფინანსო თვალსაზრისით.

„ეს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ კონსულტაციებს ემატება საშეღავათო პროდუქტიც. მსგავსი კომპლექსურობა მნიშვნელოვან უპირატესობას წარმოადგენს“, - აღნიშნავს „თიბისი დაზღვევის“ გენერალურ დირექტორი პაატა ღაძაძე.

ამასთან, ღაძაძის განმარტებით, მათი სურვილია, დაზღვევის პროცესში არსებული ერთგვარი უხერხულობის და დროის ბარიერის მაქსიმალურად აღმოფხვრა.

„სამოგზაურო დაზღვევა დიჯიტალიზებულია ბოტის მეშვეობით. ადამიანებს არ უყვართ დაზღვევასთან ურთიერთობა, ჩვენ კი გვინდა უხერხულობის და დროის ფაქტორი მოვხსნათ. ელემენტარულად, შესაძლებელია სურათის გადაღება, გადაგზავნა, ჩვენება, თუ რა მოხდა და იმავე დღეს თუ არა, მეორე დღეს მაინც ხდება ანაზღაურება. სამედიცინო დაზღვევის ანაზღაურების ნაწილში, ამდენი დოკუმენტის ბრუნვა სტრესულია და დროს მოითხოვს. ჩვენ ეს ფაქტორი მოვხსენით. ჯამურად, მარტო საცალო ბიზნესში, ამ ეტაპზე პოლისების რაოდენობის 48% სრულად ავტომატიზირებულად იყიდება. ამ თვალსაზრისით, განახლებების მაჩვენებელი დაახლოებით, 60%-ია. 60% ზოგადად ბაზრისთვის დიდია, თუმცა ჩვენთვის ესეც არ არის საკმარისი; გვსურს განახლებებში ხელით ჩასაწერ ფორმატში მხოლოდ 10% დარჩეს; ამასთან, ბონუს პაკეტებიც ონლაინ და მობილურის საშუალებით იყოს შეთავაზებული“, - განმარტავს პაატა ღაძაძე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა