მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პაატა იმნაძე - "ადამიანმა ერთი კოვზი არც ოჯახში უნდა გამოიყენოს, არც რესტორანში"

5e60dca41c728
ინგა მურუსიძე
05.03.20 17:00
3704
ადამიანმა ერთი კოვზი არც ოჯახში უნდა გამოიყენოს, არც რესტორანში, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

იმნაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ ჯანდაცვა გასცემს რეკომენდაციებს და ინსტიტუციები თავად იღებენ გადაწყვეტილებებს.

„ჩვენ ვიძლევით რეკომენდაციებს, ხოლო შემდეგ ყველა ინსტიტუცია თავად წყვეტს, როგორ იმოქმედოს. ჩვენს ეკლესიას საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. მე არ ვარ რელიგიათმცოდნე. მე ვარ ეპიდემიოლოგი. რჩევა ის იქნება, რომ ადამიანმა ერთი კოვზი არც ოჯახში უნდა გამოიყენოს, არც რესტორანში, თავისი გვერდზე ჯდომის მაგიდაზე ხელიც არ უნდა გადაყოს და სხვისი საჭმელი არ უნდა ჭამოს და არ უნდა გამოიყენოს მეზობლის ჩანგალი ან კოვზი, როცა რესტორანში ზის. ეს არის ჩვეულებრივი რჩევა. არის რწმენა და არის კიდევ მეცნიერება. ფილოსოფიურ კამათში მე ვერ შევალ“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოების ნაწილი ითხოვს, მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ზიარების წესი უნდა შეცვალოს და ერთჯერადი კოვზები გამოიყენოს.