24.მარტი .2020 14:26

პაატა იმნაძე: "კლინიკებში დაინფიცირების შემთხვევა არ გვქონია"

views 228
უკან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის კლინიკაში დაინფიცირების შემთხვევა არ გამოვლენილა.

როგორც იმნაძემ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე მაქსიმალური ყურადღება არის გამახვილებული.

"კლინიკებში დაინფიცირების შემთხვევა არ გვქონია, მაგრამ ყურადღება გამახვილებულია ამ საკითხისადმი, რადგან მოგეხსენებათ, რომ ჩინეთში, იტალიასა და სხვა ქვეყნებში სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების მაჩვენებლი საკმაოდ შემაშფოთებელი იყო", - განაცხადა იმნაძემ.