მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პაატა იმნაძე აჭარის ბიზნესსექტორს მიმართავს

6093a0fe4ff91
ვიქტორია მღებრიშვილი
06.05.21 12:16
844
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცნეტრის ხელმძღვანელის მოადგილე აჭარაში ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართულ ბიზნესსუბიექტებს მიმართავს და მათ Covid-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული წესების დაცვისკენ მოუწოდებს.

პაატა იმნაძის განცხადებით, ქვეყანაში რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა და იმისთვის, რომ ზაფხული ტურისტულად აქტიური იყოს, მნიშვნელოვანია არსებული წესების და რეგულაციების ზედმიწევნით შესრულება.

„პირველ რიგში, მივმართავ აჭარის ბიზნესსექტორს, ვინც ტურიზმის ინდუსტრიაშია დაკავებული - მაქსიმალურად დაიცვან წესები თავის ობიექტებზე - რესტორანი იქნება, კაფე თუ სასტუმრო, რადგან ჩვენ ინფიცირების მატება რამენაირად უნდა გავაჩეროთ და სიტუაცია დავასტაბილუროთ, რაც თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული. წესების დაცვა ყველას მკაცრად უნდა მოვთხოვოთ. წარმოიდგინეთ, რომ გაგვექცა სიტუაცია და ავედით ინფიცირების 5 000-იან მაჩვენებელზე, ეს კატასტროფული რიცხვია.

ნოემბერში მსოფლიოში 100 000 მოსახლეზე ინფიცირების მაჩვენებლით პირველ ადგილზე ვიყავით და რა გგონიათ, ინდოეთში რაც ხდება... იცით, რომ ჩვენთან 100 000 მოსახლეზე ავადობა უფრო მაღალია ვიდრე ინდოეთში. ჩვენთან თუ ისევ ნოემბრის მაჩვენებლები განმეორდა, რომელი ტურისტი ჩამოვა?! ამიტომ ქუჩაში რომ ადამიანი მოდის და პირბადე არ უკეთია, არ უნდა შეგვრცხვეს და შენიშვნა უნდა მივცეთ, რადგან ის ჩვენს ქვეყანას აზარალებს. პირველ რიგში, ჩვენი ახლობლების სიცოცხლეს უნდა გავუფრთხილდეთ და შემდეგ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას“, - განმარტა NCDC-ის ხელმძღვანელის მოადგილემ.