მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პაატა იმნაძე: არ არის არსად შეკრების დრო, მათ შორის არც ეკლესიებში

5e7dd1edec4be
შოთა ტყეშელაშვილი
27.03.20 14:24
2871
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე მოსახლეობას დიდი შეკრებებისგან, მათ შორის რელიგიური ხასიათის შეკრებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ განცხადება იმნაძემ უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პროესკონფერენციაზე გააკეთა. 

"ჩვენ კიდევ და კიდევ ვრჩებით ერთ პოზიციაზე. რაც უფრო ნაკლები კონტაქტები გვექნება, ძალიან მძიმეა ამის თქმა, მაგრამ ეს ეხება ყველას და ყველა ადგილს, მათ შორის ეხება რა თქმა უნდა ეკლესიასაც, მათ შორის ეხება სამეგობრო წრეებსაც, ეს ეხება დიდ ოჯახურ თავყრილობებსაც. ყველა შემთხვევა, რომელიც დღეს გვაქვს, არის ოჯახური კლასტერები. არ იყო ოჯახებში დაცული თვითიზოლაციის წესები. ეს იყო სამეგორბოში გავრცელებული ინფექცია, აქედან გამომდინარე, ყველას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მაქსიმალური სიფრთხილისაკენ. არ არის დღეს არც სამეგობროში შეკრებების დრო, არც ოჯახებში დიდი შეკრებების დრო და არც არსად გარეთ შეკრების დრო, მათ შორის ეკლესიებშიც,"- ამბობს პაატა იმნაძე.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 81 და გამოჯანმრთელების 13 შემთხვევა არის აღრიცხული. კარანტინის ზონაში კი დაკვირვების ქვეშ 4505 ადამიანი იმყოფება.