მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პაატა იმნაძე: ახალი შეზღუდვების პირველი შედეგი 2 კვირაში იქნება

5fc0cec896860
ვიქტორია მღებრიშვილი
27.11.20 14:08
539
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მოადგილე პაატა იმნაძე, მთავრობის მიერ გაცხადებული შეზღუდვების გამო, რომელიც ხვალიდან ამოქმედდება, ინფიცირების მაჩვენებლების მყისიერ კლებას არ ელის.

"პირველი შედეგები 2 კვირაში იქნება", - თქვა პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, პირველ რიგში, სიტუაცის დასტაბილურებას ელია. "ველოდებით, რომ დეკემბრის მეორე ნახევარში მატება არ გვექნება, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, დაავადების შემთხვევებმა კლება დაიწყოს. ჯერჯერობით, კლებას ნამდვილად არ ველით, მით უმეტეს, პირველ დღეებში. პირველი შედეგები 2 კვირის მერე გვექნება“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.