მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პაატა იმნაძე: ჩემი აზრით, წლის ბოლომდე რამდენიმე ვაქცინა იქნება

5f9817325adec
ინგა მურუსიძე
27.10.20 17:00
704
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის აზრით, წლის ბოლომდე მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო რამდენიმე ვაქცინა უკვე იარსებებს.

„ალბათ წლის ბოლომდე უკვე იქნება რამდენიმე ვაქცინა. გარდა ამისა, ვიცით, რომ ჩინეთში უკვე გამოიყენება კიდეც ერთი ვაქცინა და ასევე, ორზე არის საუბარი. ჩვენამდე როდის მოვა, არ ვიცით, რადგან ჯერ მწარმოებელ ქვეყნებში დარიგდება, თუმცა იმედია, გაზაფხულამდე სხვა ქვეყნებისთვისაც გახდება ხელმისაწვდომი, მათ შორის ჩვენთვისაც“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

თავის მხრივ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, კლინიკური კვლევის მესამე ფაზაზე უკვე 10 ვაქცინა იმყოფება.

"ზოგადი ტენდენცია არის ის, რომ მსოფლიოში ვაქცინების შექმნაზე აქტიური მუშაობა მიდის, დიდი რაოდენობაა შექმნილი, ისინი გადიან კლინიკური კვლევის პირველ, მეორე, მესამე ფაზას. მესამე ფაზაშია, დაახლოებით, 10-მდე ვაქცინა“, - ამბობს გამყრელიძე.