მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პაატა იმნაძე: ჩემი კოლეგებიც კი არიან ვაქცინაციის წინააღმდეგ, არ მინდა ამაზე საუბარი

6050b86fd237a
BM.GE
16.03.21 17:53
544
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე ჯანმოს მიერ ავტორიზებული ყველა ვაქცინის მომხრეა.

ამის შესახებ მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე იმ კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ვაქცინაციის და უშუალოდ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მიმართ საზოგადოებაში არსებულ ნეგატიურ დამოკიდებულებას შეეხებოდა.

„სამწუხაროდ, ჩემი კოლეგებიც კი არიან ვაქცინაციის წინააღმდეგ; არ მინდა ამაზე საუბარი. ჩვენთვის მთავარია, ადამიანებს ჰქონდეთ ზუსტი ინფორმაცია, რათა დარწმუნდნენ, რომ ვაქცინაცია უსაფრთხო და ეფექტიანია.

ვაქცინაციის მიმართ იმავე ეკლესიაშიც ხომ აზრი ორადაა გაყოფილი, როგორც - საზოგადოებაში. მთავარია, ყველას ჰქონდეს სწორი ინფორმაცია, რათა იცოდნენ, რა სიკეთე მოაქვს ვაქცინას, რამდენი ადამიანი შეიძლება გადარჩეს, რათა დავუბრუნდეთ ნორმალური ცხოვრების რეჟიმს“, - განაცხადა პაატა იმნაძემ და იქვე დასძინა, რომ ავსტრიამ, ბელგიამ და ტაილანდმა „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია უკვე აღადგინეს.