მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პაატა იმნაძე პროტოკოლის შეცვლაზე: "სისტემა თუ არ არის, არაფერი გამოვა"

5e846436bfe88
ვიქტორია მღებრიშვილი
01.04.20 14:00
809
პროტოკოლი იწერება იმისთვის, რომ ბანოჯაში მყოფმა ექიმმა და ზემო მაჩხაანში მყოფმა ექიმმა ან ჩემი მშობლიური სოფელია გუნგალაური, იქიდან ვარ წარმოშობით და იქ ყოფმა ექიმმა ერთნაირად უნდა შეხედოს ერთნაირ საქმეს, სისტემა თუ არ არის, ისე არაფერი გამოვა, - ასე პასუხობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე ჟურნალისტების კითხვას - მარნეულის შემთხვევის შემდეგ რატომ არ შეიცვალა მოქმედების პროტოკოლი.

მისი თქმით, პროტოკოლები არ არის 100%-იანი, თუმცა ამის გარეშე სისტემა არ იარსებებს და ეს ყველაფერი უშედეგო იქნება.

„საქმე რაშია იცით, არსებობს ასეთი ცნება - ფაქტებსა და მტკიცებულებებზე დამყარებული მედიცინა. ამის საფუძველზე იწერება ხოლმე გაიდლაინები, პროტოკოლები.

პროტოკოლი იწერება იმისთვის, რომ ბანოჯაში მყოფმა ექიმმა და ზემო მაჩხაანში მყოფმა ექიმმა, ან ჩემი მშობლიური სოფელია გუნგალაური, იქიდან ვარ წარმოშობით, და იქ ყოფმა ექიმმა ერთნაირად უნდა შეხედოს ერთნაირ საქმეს, სისტემა თუ არ არის, ისე არაფერი გამოვა. 1 000 ექიმიდან, როდესაც 990 დაიცავს პროტოკოლს, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ დაზღვეულები ვართ 90%-ით მაინც; როცა ყველა თავის ჭკუაზე აკეთებს რაღაცას, ეს იმას ნიშნავს, რომ სისტემა არ მუშაობს. ეს არის ანა-ბანა, ვინც ერკვევა რას ნიშნავს პროტოკოლები, ეპიდემიოლოგია და ა.შ. რა თქმა უნდა, ის არ შეიძლება იყოს 100%-იანი. მით უმეტეს მედიცინასთან გვაქვს საქმე, ეს რომ არ არის მათემატიკა, აქედან გამომდინარე ჩემი კოლეგები იქ კონსულტაციებს უწევენ ხოლმე ჟურნალისტებს, იმათ ხომ ჩემზე კარგად იციან ეს ყოველივე, ჩემზე ნასწავლები არიან და აუხსნან“, - განმარტა იმნაძემ.