13.ივლისი .2020 19:23

პაატა იმნაძე: "ზღვა არ წარმოადგენს კორონავირუსის გავრცელების საფრთხეს"

views 380
უკან

ზღვა არ წარმოადგენს კორონავირუსის გავრცელების საფრთხეს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.

„მიუხედავად იმისა, რომ ვირუსის გენეტიკური მასალა ნაპოვნია ჩამდინარე წყლებში, ამ ვირუსის გენეტიკური მასალა რამდენად სიცოცხლის უნარიანია, ამაზე ბევრი ტესტია ჩატარებული.

ზღვა არ წარმოადგენს კორონავირუსის გავრცელების საფრთხეს, ხოლო პლაჟზე საჭიროა სიფრთხილე, აუცილებელია, დისტანციის დაცვა", - აღნიშნა იმნაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა