მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პაატა იმნაძე: ტაქსის მძღოლებსა და მოვაჭრეებში ინფიცირების მაჩვენებელი 1%-ია

5ffeb80ab4671
ინგა მურუსიძე
13.01.21 13:10
1112
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის ინფორმაციით, ტაქსის მძღოლებში, ბაზრის მოვაჭრეებსა და რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებში ინფიცირების მაჩვენებელი 1%-1%-ს შეადგენს.

ინფორმაცია იმნაძემ მთავრობის უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააჟღერა.

მისი თქმით, უკვე გაიტესტა 6 ათასი ტაქსის მძღოლი და ბაზრის 4 ათასზე მეტი მოვაჭრე. გარდა ამისა, გატესტილია 2 ათასზე მეტი პირი რელიგიური კონფესიებიდან. 

ინფორმაციისთვის: სამივე ჯგუფს ტესტირება უფასოდ უტარდება.