11.მარტი .2020 17:41

პაატა იმნაძე: ვიდრე ადამიანს სიმპტომები არ გამოუვლინდება, კორონავირუსი გადამდები არაა

views 52383
უკან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, იქამდე, ვიდრე ადამიანს სიმპტომები არ გამოუვლინდება, ვირუსი გადამდები არ არის.

ამის შესახებ იმნაძემ "მაესტროსთან" საუბრისას განაცხადა.

„ტესტი დადებითი ხდება მხოლოდ იმ დროს, როდესაც ვირუსი ორგანიზმში თავს გამოავლენს - დაიწყება კლინიკური ნიშნები; თუ მანამდე გავტესტავთ, იქნება უარყოფითი. ადამიანს შეიძლება ეგონოს, რომ ის არ არის ინფიცირებული, ამ დროს, ის არის ინფიცირებული და არის ინკუბაციურ პერიოდში. ამან შეიძლება უფრო გაართულოს სიტუაცია, ამიტომ, კიდევ ერთხელ კატეგორიულად ვამბობ, ვისაც არ აქვს სიმპტომები და იქნებიან 14 დღის მანძილზე თვითიზოლაციაში, იქ არავითარი პრობლემა შემდეგ აღარ იქნებ; ვისაც სიმპტომები გაუჩნდება, ის აუცილებლად უნდა გავტესტოთ.

ნუ დაგვავიწყდება, რომ, ჯერჯერობით, გრიპისა და გრიპისმაგვარი დაავადებების სეზონი ქვეყანაში გრძელდება და ვიღაცას თუ აქვს ტემპერატურა, ხველება და არ უკავშირდება უშუალოდ დასენიანებულ ქვეყნებში ყოფნას ბოლო ორი კვირის მანძილზე, ან თუ არ ჰქონდა დადასტურებული კონტაქტი ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევასთან, ასეთ ადამიანებს, შეუძლიათ, წყნარად იყვნენ. მათ ეს ვირუსი ჯერ ამ ქვეყანაში ვერ ექნებათ. მნიშვნელოვანი ის არის, რომ ადამიანი გადამდები არ არის, სანამ არ დაეწყება სიმპტომები.

ყველაზე უფრო გადამდები ადამიანი არის მაშინ, როდესაც მას ხველა დაეწყება. მანამდე ადამიანი გადამდები არ არის. სიმპტომები როდესაც დაეწყება, მაღალი ტემპერატურა რომ დაეწყება, გადამდები უკვე არის, მაგრამ ძალიან გადამდებია, როცა ხველება აქვს. ადამიანი გადამდებია, როდესაც ტემპერატურა აქვს, მაგრამ თუ არანაირი სიმპტომი არ აქვს, ის გადამდები არ არის”, - განაცხადა იმნაძემ "მაესტროსთან" ინტერვიუში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა